სატრანსფერო ფანჯრის მიწურულს, "მანჩესტერ იუნაიტედმა" მეკარის პოზიციაზე ახალი კანდიდატურის გაფორმება და მოლაპარაკებების წარმატებით დასრულება შეძლო.
"წითელი ეშმაკები" ბელგიურ "ანტვერპენს" სენე ლემანსის სანაცვლოდ 21 მილიონ ევროს გადაუხდიან. თანხა შესაძლოა ბონუსების გათვალისწინებით გაიზარდოს.
თავად 23 წლის ლემანსი უკვე დათანხმდა ხუთწლიანი კონტრაქტის გაფორმებას ინგლისურ გრანდთან ტრანსფერი ოფიციალურად უახლოეს საათებში გამოცხადდება.
როგორც იცით, "მანჩესტერ იუნაიტედს" მეკარეებთან დაკავშირებით პრობლემები ნამდვილად აქვს. ალტაი ბაინდირი სეზონის საწყის მატჩებში ნამდვილად ვერ გამოიყურებოდა რიგიანად, ისევე როგორც ანდრე ონანა გასულ სეზონსა თუ მიმდინარე სეზონში ჩატარებულ შეხვედრასა თუ შეხვედრებში.
სიახლეები
6 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.