სულ ცოტა ხნის წინ, სპორტული პრესის საინფორმაციო ფურცლები აჭრელდა სიახლით რომ თითქოს, "მანჩესტერ იუნაიტედის" ერთ ერთი თვალსაჩინო ახალგაზრდა ამომავალი ტალანტი კლუბს დატოვებდა.
საუბარია ინგლისური გრანდის შემადგენლობის ნახევარმცველზე კობი მაინუზე, რომელიც თითქოს უკმაყოფილებას გამოხატავდა იმით, რომ ახალ დაწყებულ სეზონში კლუბის ძირითად შემადგენლობაში რამოდენიმე მატჩი ვერ მოხვდა.
სრულიად საპირისპირო ინფორმაცია გაავრცელა ცნობილმა სპორტულმა ჟურნალისტმა ფაბრიციო რომანომ, მისი თქმით კობი მაინუ მინიმუმ ამ სეზონში "მანჩესტერ იუნაიტედში" დარჩება.
"ჩემი წყაროების ცნობით, "მანჩესტერ იუნაიტედმა" კობი მაინუს განუმარტა, რომ მისი იჯარით წასვლის შანსი ამ ეტაპზე არ არსებობს. საკითხი საბოლოოდ დახურულია.
მაინუ ამ სეზონში "მანჩესტერ იუნაიტედში" დარჩება იჯარის შესახებ ყველა მოთხოვნისა და ინტერესის მიუხედავად სხვა კლუბების მხრიდან", - აცხადებს დასასრულს რომანო.
სიახლეები
1 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.