თბილისი:
მანჩესტერი:
26-08-2025, 18:41
ავტორი: Svanchester,
ნანახია: 943,
კომენტარები: 21
მოლაპარაკებები გრძელდება
ლონდონელებს ფეხბურთელის გადაბირება სურთ.
მოლაპარაკებები გრძელდება
ლონდონის "ჩელსი" ალეხანდრო გარნაჩოს ტრანსფერის თაობაზე "წითელ ეშმაკებთან" მოლაპარაკებებს აქტიურად აგრძელებს და ვარაუდობს, რომ გარიგება მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრის დასრულებამდე ორივე მხარისთვის მომგებიანად დასრულდება.

აღნიშნულის შესახებ ჟურნალისტმა ბენ ჯეიკობსმა განაცხადა. მისი თქმით, "მანჩესტერ იუნაიტედმა" უკვე უარყო "ლონდონელების" რამდენიმე შეთავაზება, თუმცა "ლურჯები" დარწმუნებულები არიან, რომ კომპრომისი უახლოეს დღეებში მაინც მოიძებნება.

მანამდე მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ არგენტინელი ვინგერის პირადი კონტრაქტის პირობები "ჩელსისთან" უკვე შეთანხმებულია.

Transfermarkt - ი გარნაჩოს 45 მილიონ ევროდ აფასებს. ფეხბურთელი "მანჩესტერ იუნაიტედში" 2022 წლიდან ასპარეზობს, თუმცა, ბრიტანული პრესის ცნობით, მთავარი მწვრთნელი რუბენ ამორიმი ფეხბურთელზე ფსონის დადებას არ გეგმავს, რის გამოც კლუბს მისი გაყიდვა სურს.
სიახლეები
21 კომენტარი
№1
ავტორი: ikeoni
26 აგვისტო 2025 19:46
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11655
იმედია მალე წავა
0
№2
ავტორი: Chesterman
26 აგვისტო 2025 21:43
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 762
არვიცი ვიღაცის ჭორს აზიარებენ ეს ჟურნალისტები თუაარა მარა ბევრი წერს უკვე რო მეინუს უშვებენ, თუ წასვლა უნდაო არვიცი ზუსტად მარაა მართლა თუ გაუშვეს მეინუ ამათ ერთ თამაშსაც არ ვუყურებ იმის მერე
1
№3
ავტორი: Malboro463
26 აგვისტო 2025 23:21
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 5906
სკამზე ვის იტოვებენ საინტერესოა
0
№4
ავტორი: Dato kutaisi
27 აგვისტო 2025 22:11
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 3258
არ გვჭირდება დიდი სკამიო უმფროსმა

ბიჯო ბიჯო ბიჯო.მეოთე დივიზიონის გუნდი გახევს ბურთს თავზე...ონანა არის უდიდესი განძი
0
№5
ავტორი: Roberto
27 აგვისტო 2025 23:40
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 516
ბოლო ბოლო ამ გუნდის დედაც ვატირე რა.უკვე ნერვებიც აღარაა.არაფერი გამოვა
0
№6
ავტორი: Dato kutaisi
27 აგვისტო 2025 23:43
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 3258
ონანა წესით ხვალიდან ოლდ ტრაფორდის წინ უნდა 1 კვირის განმავლობაში იყოს დაკიდებული ფეხებით ბოძზე და არ უნდა ჩამოხსნან.მაგის მომთრევის და მერე არ გამშვების დშ

ნეტა რა ანტირეკორდი დაგვრჩა დასამყარებელი რო ვიცოდეთ წინასწარ არ იქნებოდა ურიგო შევემზადებოდით ფსიქოლოგიურად
1
№7
ავტორი: pogba p
27 აგვისტო 2025 23:46
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 70
ის სასტავი სად ხართ ,პრემიერ ლიგა უნდა დავდოთ წელს რა 10 ულიო wink გორის დილა პენლებამდეც არ მიგვიშვებდა ისეთთან წავაგეთ
0
№8
ავტორი: ikeoni
27 აგვისტო 2025 23:58
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11655
ეს რა კოშმარია რა ხდება ჰიტონი როგორ არ ჯობია ამას გამაგებინეთ რაა უბედურებაა ამდენი შეცდომა ბიჭო კარგით რააა....1999 წლიდან ვბალეშიკობ ამ გუნდს მართლა ჩემი ცხოვრების
ნაწილია და მთელი ამ ხნის განმავლობაში ჩბეულებრივად განაპირობებდა ჩემ ხასიათს ამ გუნდის შედეგი დედას გეფიცები ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე ...იმენა გიჟი ვარ ჩვეულებრივი
2
№9
ავტორი: Malboro463
28 აგვისტო 2025 00:26
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 5906
არ ეტყობა ამ გუნდს მომზადების და სიახლის რამე
ტოპ 5 დან ვინმე თუ ჩაგდებს სეზონს შეილება ვაჯობოთ სხვა შემთხვევაში ლიგის საგზურიგამორიცხულია არაფრით არ ვართ
ლივერპულზე,სიტიზე ჩელსიზე და არსენალზე უკეთესი
1
№10
ავტორი: Dato kutaisi
28 აგვისტო 2025 00:32
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 3258
მეკარე რომელიც ვერცერთხელ ბურთს ხელით ვერ იმაგრებს,თავი რომ დავანებოთ შეცდომებს,აი პენლებში 3 ჯერ მოარტყა ხელი და ბოლოს საერთოდ ორივე ხელით და ხელს ვერ იმაგრებს აი იმას მეკარე რატო ქვია საერთოდ.
რაც არ უნდა მეკარემ 2 გოლი აჩუქოს, გრანდი ქვია და თამაშით უნდა იგებდე.რავის გრიმსბის არსებობაც არ ვიცოდი და ასეთ გუნდს რო ცენტრს ვერ დაუკავებ და ბურთს ვერ იჭერ რაზე უნდა ილაპარაკო.ეს გუნდი იმსახურებდა გამარჯვებას ეკუთვნოდათ და მოიგეს კიდეც.თამაშზე რა უნდა ვთქვა აი ეს დიალოს ბრუნები და უკან პასები რავი რა ფენომენია მე ვერ გავიგე.უსაშინლესად თამაშობს ხოდა ადექი და გაიყვანე ხო?არა თითქმის ბოლომდე ყავდა.სულ გრძელი პასებით თამაშობ და ამ გრძელი პასის გამკეთებელი ბრუნოს გარდა არავინ გყავს რა ლოგიკაა?როდემდე უნდა ითამაშოს გუნდმა ასე იღბალზე და ვითომ ბრძოლით გატანილი ბურთებით თან ყველასთან?მე მომკალით და კუნიას ფუნქციას ვერ ვხედავ რა დანიშნულება აქვს მოედანზე.როგორც მივხვდი 10-იანი კი არა 8-ანად ათამაშებს და ბრუნო სულაც 6-იანზე.რავი...
კიდე თუ ნახევარმველი არაა საყიდელი ამ გუნდში და არ ვიცი.
დორგუს თამაშიც ჩემთვის გაუგებარია,არც შემტევია არც მცველი ფორხილებს ორივე ადგილას.
ზოგადად ჩვენი გუნდის მდგომარეობაზე არაფერი ისე არ მეტყველებს როგორც სახიფათო მომენტების უმრავლესობა რომ მცველებზე მოდის.
არ ვიცი რა ექსპერიმენტების დრო ეხლააა და რა ცვლილებების, პირიქით რაღაც სტაბილურობას უნდა მიაღწიოს გუნდმა რომ მერე აკეთო ეს ტესტები.
არ ვიცი მე რას იზამენ აწი და რა შედეგებზე გავალთ მაგრამ ჩემი აზრით ონანა და დიალო ძირითადში აღარ უნდა დააყენოს საერთოდ.
რა წყევლა გვაქვს ამის დედა ვატირე ვინგერი არ გღირსებოდეთო ჩვენზეა რა.რა უნდა ქნას შესკომ თუ მასთან ბურთი არ მივიდა?ისევ იგივე ხდება რაც წინა წლებში, როცა 9ანი ცენტრში ჩამოდის ბურთის მისაღებად.ჩემი აზრით ამდენი წელია ჩვენი გუნდი ყველაზე სუსტი რგოლი არის ცენტრი და სანამ ამას არ ეშველება სულ ასე ვიქნებით
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top