თბილისი:
მანჩესტერი:
გუშინ, 10:50
ავტორი: Svanchester,
ნანახია: 209,
კომენტარები: 2
კლუბს თავდამსხმელი ტოვებს
იტალიელები ტრანსფერს 48 საათში დახურავენ.
კლუბს თავდამსხმელი ტოვებს
"მანჩესტერ იუნაიტედის" თავდამსხმელი რასმუს ჰოილუნდი კარიერის იტალიურ "ნაპოლიში" გაგრძელებასთან ძალიან ახლოსაა.

როგორც ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი, იტალიელები დანიელი მოთამაშის იჯარის წესით გადაბირებას გეგმავენ ხოლო ხელშეკრულებაში გამოსყიდვის პუნქტიც იქნება ჩადებული.

სპორტული ჟურნალისტისა და მიმომხილველის ნიკოლო სკირას მიერ გავრცელებული განახლებული ინფორმაციით, "ნაპოლი" დარწმუნებულია, რომ გარიგება მომდევნო 48 საათში დაიდება.

რასმუს ჰოილუნდის იჯარით გუნდში აყვანა იტალიის მოქმედ ჩემპიონს 5 მილიონი ევრო დაუჯდება, ხოლო გამოსასყიდი - 40 მილიონი იქნება.

წყაროს ცნობით, 22 წლის ფეხბურთელის მომავალი კონტრაქტი სერია A-ს გიგანტთან 2030 წლამდე იქნება გათვლილი.

ჰოილუნდი "მანჩესტერ იუნაიტედის" ღირსებას 2023 წლიდან იცავს - მას შემდეგ რაც "წითელმა ეშმაკებმა" ის ბერგამოს "ატალანტადან" თითქმის 80 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეიძინეს.
სიახლეები
2 კომენტარი
№1
ავტორი: ikeoni
გუშინ, 19:56
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11638
წარმატებები რასმუს ფაქტია დროც ქონდა ყველაფერი მაგრამ ვერ გაქაჩა :((
0
№2
ავტორი: Chesterman
გუშინ, 21:58
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 758
რასმუსი რო გასაყიდია ეგ ფაქტია, არაა უბრალოდ პრემიერ ლიგის დონის,ყველა ვერ თამაშობს პრემიერ ლიგაში რაცარუნდა მაგარი იყოს. უბრალოდ ფაქტი ისაა რო ამ გუნდმა არ იცის ფორვარდიტ როგორ ითამაშოს.ერთმა ფლანგელმა არ ჩააწოდა საჯარიმოში რაც შემოვიდა შეშკო ისიც დაახლოებით ასე იქნება ალბათ როგორც ჰოილუნდი იყო, მარა პოზიციიას კარგად არჩევს ეს და აჯობებს სქილებით ჰოილუნდს თორე 10 -12 გოლზემეტს არ ელოდოთ შეშკოსგაან ამ გუნდის ხელში და ისე რავიცი.ჩემი აზრით მე რო მათ ადგილზე ვიყო ალვარესის მარმუშის და მსგავსი მოძრავი ფორვარდს მოვძებნიდი და უკეთესისც იქნებოდა ჩემი აზრით
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top