თბილისი:
მანჩესტერი:
25-08-2025, 15:12
ავტორი: Svanchester,
ნანახია: 313,
კომენტარები: 2
რუნი: "ამორიმს საბაბი ამოეწურა"
უეინმა პორტუგალიელი მენეჯერი გააკრიტიკა.
რუნი:
უეინ რუნი BBC Sport-ის პირდაპირ ეთერში რუბენ ამორიმის სტარტს აკრიტიკებს ორი თამაშიდან ერთი ქულის აღების შემდეგ.

"ამორიმს საბაბი ამოეწურა. მან შედეგების მიღწევა უნდა დაიწყოს და ეს რაც შეიძლება მალევე უნდა გააკეთოს, რადგან თუ ოქტომბრამდე ან ნოემბრამდე არ მიაღწევს შედეგს, წარმოუდგენელი ზეწოლის ქვეშ აღმოჩნდება.

ისმის კითხვა - ის კვლავ "იუნაიტედისთვის" შესაფერისი ადამიანი არის თუ არა? ძნელია სტუდიაში ჯდომა და იმის თქმა რომ ის: "დიახ, კლუბის მთავარი მწვრთნელის პოსტზე 100%-ით შესაფერისი ადამიანია!". არა მგონია, ამორიმი იგივეს ფიქრობდეს, იმის გათვალისწინებით, რაც ვნახეთ მისი კლუბში მოსვლის შემდეგ.

"იუნაიტედმა" კარგად ითამაშა სატრანსფერო ბაზარზე, თუმცა მაინც მინდა 2-3 ახალი სახის ნახვა. თუმცა, ჩემთვის ძნელია იმის თქმა, რომ "დიახ, ის ჩვენი მენეჯერი იქნება მინიმუმ მომდევნო 5 წლის განმავლობაში!".

მეორე მხრივ, "იუნაიტედი" ნებისმიერ სხვა კლუბზე ბევრად მეტ ყურადღებას იპყრობს და მხოლოდ ორი თამაშია ჩატარებული, ამიტომ ნუ ვიჩქარებთ.

თუმცა, რა თქმა უნდა, შემაშფოთებელია, რომ იმავე "იუნაიტედს" ვხედავთ, როგორსაც გასულ სეზონში",
- თქვა დასასრულს უეინმა.
ინტერვიუები
2 კომენტარი
№1
ავტორი: Malboro463
გუშინ, 10:48
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 5900
ტოტენჰემთან ფინალში წაგებული შემადგენლობა რომ დაყენა მაშინ დაეტყო რა სიკოა.
0
№2
ავტორი: ikeoni
გუშინ, 19:57
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11638
ბარლის დიდი ანგარიშით თუ ვერ მოუგებენ მერე არ ვიცი
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top