რუბენ ამორიმის "მანჩესტერ იუნაიტედმა" პრემიერ ლიგის მიმდინარე სეზონი არცთუ ისე სახარბიელოდ დაიწყო, კლუბმა მეორე რაუნდშიც დაკარგა ქულები. "წითელმა ეშმაკებმა" "ფულჰემთან" ჩატარებული შეხვედრა ფრედ, 1:1 დაასრულეს.
პორტუგალიელმა მწვრთნელმა, ტრადიციულად, თამაშის შემდეგ კომენტარი გააკეთა: "ვფიქრობ, გოლის გატანის შემდეგ ჩვენი თამაში დაგვავიწყდა.
იმდენად გვინდოდა მოგება და კომფორტულად ყოფნა მოედანზე, რომ გოლის გატანის შემდეგ ყველამ ვიფიქრეთ: "მოდით, ეს უპირატესობა შევინარჩუნოთ". მაგრამ ვფიქრობ, პირიქით უნდა მომხდარიყო - მეტოქეზე მეტი ზეწოლა უნდა გაგვეკეთებინა.
როგორც გუნდმა, ბევრი უნდა ვიშრომოთ და გავიზარდოთ. ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ ფეხბურთელებმა კვირის განმავლობაში ბევრი იშრომეს, ჩვენ დღესაც ბევრი ვიშრომეთ. გავაუმჯობესებთ მდგომარეობას", - განუცხადა ამორიმმა BBC Radio 5 Live-ს.
"მანჩესტერ იუნაიტედი" ინგლისის ჩემპიონატში ერთი ქულით მე-16 ადგილზე იმყოფება.
სიახლეები
4 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.