თბილისი:
მანჩესტერი:
22-08-2025, 23:41
ავტორი: Svanchester,
ნანახია: 531,
კომენტარები: 2
შესაძლოა ონანამ კლუბი დატოვოს
ფეხბურთელს ყოფილი კლუბი ეპატიჟება.
შესაძლოა ონანამ კლუბი დატოვოს
"მანჩესტერ იუნაიტედის" კამერუნელმა მეკარემ, ანდრე ონანამ, შესაძლოა, "მანჩესტერული" კარიერა მალე დაასრულოს, აღნიშნულის შესახებ deadline daylive-ის საინფორმაციო ანგარიში იტყობინება.

აფრიკელ მეკარეს აქვს შესაძლებლობა კარიერის ზენიტი კვლავ იტალიის ჩემპიონატში განაახლოს. მილანის "ინტერმა" შესაძლოა ყოფილი ფეხბურთელი დაიბრუნოს.

რაც შეეხება "წითელ ეშმაკებს", ისინი მზად არიან მეკარე 30 მილიონის სანაცვლოდ გაასხვისონ. ონანასა და "წითელ ეშმაკებს" შორის მოქმედი შრომითი ხელშეკრულება 2028 წლის ივნისის ბოლომდეა გათვლილი.

Transfermarkt პორტალის ექსპერტები კამერუნელი მეკარის საბაზრო ღირებულებას 25 მილიონ ევროდ აფასებენ.
სიახლეები
2 კომენტარი
№1
ავტორი: PaLoMo
23 აგვისტო 2025 00:22
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 4147
მგონი ბელგიელი მეკარის ტრანსფერი შევათანხმეთ,რაც ონანას წასვლას კიდე უფრო რეალურს ხდის
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ ჯერ გადახტი და ჰოპ მერე დაიძახე.
№2
ავტორი: dybbuk
23 აგვისტო 2025 11:30
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1608
ამის წასვლა იდეალური იქნებოდა. ლამენსი მოყავთ ანტვერპენიდან როგორც ახალგაზრდა პერსპექტიული მეკარე, რომლისგანაც ალბათ ამ ეტაპზე არაფერს განსაკუთრებულს არ უნდა ველოდოთ, საერთოდ ვინაა ნაკლებად თუ იცის ვინმემ. დონარუმას რაც შეეხება, უმაღლესი დონეა რა თქმა უნდა მაგრამ ცოტა მძიმე ხასიათის ტიპაჟია და ეგეთები ჯერ ჩვენი ვერ მოგვიშორებია და ალბათ მაგიტო შეიკავეს თავი, თორე 30 მილიონად ეგეთი მეკარე ნაჩუქარია და კიდეც მიყავს სიტის
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top