თბილისი:
მანჩესტერი:
21-08-2025, 04:59
ავტორი: Svanchester,
ნანახია: 613,
კომენტარები: 3
ამორიმის მატჩისშემდგომი კომენტარი
სპეციალისტის შეფასება - იხილეთ სტატიაში !
ამორიმის მატჩისშემდგომი კომენტარი
ინგლისის პრემიერ ლიგის ახალმა სეზონმა სტარტი ოფიციალურად აიღო, თავისი შეხვედრა რუბენ ამორიმის "მანჩესტერ იუნაიტედმაც" ჩაატარა სადაც მინიმალური სხვაობით მარცხი განიცადა ლონდონის "არსენალის" წინააღმდეგ.

გთავაზობთ კომენტარს რომელიც მარცხის შემდეგ პორტუგალიელმა სპეციალისტმა ჟურნალისტებისთვის მიცემულ ინტერვიუში გააზიარა.

ერთადერთი გოლი შეხვედრის მე-13 წუთზე გავიდა, როდესაც "მეთოფეების" მცველმა რიკარდო კალაფიორიმ კუთხურის ჩაწოდების შემდეგ ბურთი კარის ბადეში გაახვია.

ამ ეპიზოდმა დავა გამოიწვია, რადგან შესაძლოა, "ლონდონელების" ფეხბურთელები მეკარე ალტაი ბაინდირის დაბლოკვაში ზედმეტად აქტიურები იყვნენ.

"ყველას შეუძლია უპასუხოს კითხვას, თუ რამდენად დამსახურებული იყო ჩვენი მარცხი. ვფიქრობ, წაგებას არ ვიმსახურებდით. სტანდარტული მომენტიდან უცნაური გოლი მივიღეთ.

თუმცა აღსანიშნავია რომ ჩვენ თვითონ ვერ შევძელით გაგვეტანა, რამაც საბოლოოდ გადამწყვეტი როლი ითამაშა შეხვედრაში",
- ციტირებს ამორიმის სიტყვებს "United Zone".

შეგახსენებთ, რომ 24 აგვისტოს „წითელი ეშმაკები" მეორე რაუნდის მატჩში "ფულჰემს" დაუპირისპირდებიან.
სიახლეები
3 კომენტარი
№1
ავტორი: pogba p
21 აგვისტო 2025 12:15
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 70
10 ეულში შეხვალ წელს?
0
№2
ავტორი: Svanchester
22 აგვისტო 2025 23:57
  • სიახლეები: 2977
  • კომენტარები: 3966
ციტატა: pogba p
10 ეულში შეხვალ წელს?

ერთი მატჩით ნუ განსაზღვრავთ, და ნუ დასვავთ მსგავს კითხვას, უფრო დიდი მიზნებია როგორც კლუბში, ასევე აქ ამ საიტზე გულშემატკივრებში, ანუ ჩვენში, დარწმუნებული ვიყოთ, რომ უფრო დიდი მიზნებისთვის ვიბრძოლებთ ვიდრე ათეულია.
0
№3
ავტორი: PaLoMo
23 აგვისტო 2025 00:23
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 4147
ციტატა: Svanchester
ციტატა: pogba p
10 ეულში შეხვალ წელს?

ერთი მატჩით ნუ განსაზღვრავთ, და ნუ დასვავთ მსგავს კითხვას, უფრო დიდი მიზნებია როგორც კლუბში, ასევე აქ ამ საიტზე გულშემატკივრებში, ანუ ჩვენში, დარწმუნებული ვიყოთ, რომ უფრო დიდი მიზნებისთვის ვიბრძოლებთ ვიდრე ათეულია.

მე წელსვე ვფიქრობ ჩემპიონობას,თუ მეკარე და ბალევა მოვიყვანეთ
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ ჯერ გადახტი და ჰოპ მერე დაიძახე.
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top