თბილისი:
მანჩესტერი:
12-08-2025, 20:19
ავტორი: Svanchester,
ნანახია: 657,
კომენტარები: 6
"იუნაიტედი" დონარუმას ამ შემთხვევაში გაიფორმებს
რა შემთხვევაში გაიფორმებს კლუბი ახალ კარის დარაჯს? იხილეთ სტატიაში.
როგორც ჩანს, "პსჟ" სერიოზულად განიხილავს საკუთარი კარის დარაჯის ჯანლუიჯი დონარუმას გუნდიდან გაშვებას - იტალიელი, უეფას სუპერთასის ფინალის განაცხადშიც კი არ შეიყვანეს.

პრესა დონარუმას "მანჩესტერ იუნაიტედს" აქტიურად უკავშირებს, თუმცა ტრანსფერის ალბათობა ამჟამად დაბალია.

როგორც Goal-ის პორტალი The Athletic-ზე დაყრდნობით იტყობინება, მას შემდეგ, რაც "ასტონ ვილამ" ემილიანო მარტინესის ტრანსფერზე უარი თქვა, "იუნაიტედმა" გადაწყვიტა, ახალი მეკარე აღარ გაიფორმოს.

"წითელი ეშმაკების" პოზიცია მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიცვლება, თუ ანდრე ონანას მსურველი გამოუჩნდება და ის გუნდს დატოვებს.

პრემიერ ლიგის ახალი სეზონის პირველ რაუნდში რუბენ ამორიმის შეგირდები "არსენალს" უმასპინძლებენ. თამაში კვირას, 17 აგვისტოს გაიმართება.
სიახლეები
6 კომენტარი
№1
ავტორი: Svanchester
12 აგვისტო 2025 20:21
  • სიახლეები: 2957
  • კომენტარები: 3960
რას უცდიდნენ აქამდე ონანას სატრანსფერო თემას, გაეშვათ პირდაპირ, ხომ არის ნათელი რა სეზონიც ჩაატარა იმის მიხედვით რომ არ არის კლუბში გასაჩერებელი, დონარუმა არის უმაღლესი კლასის მეკარე, მიკვირს პსჟ ასე უაზროდ რატო ექცევა, ეტყობა ხელფასი მოითხოვა მეტი, არაა გასაშვები ხელიდან ეს მომენტი.
0
№2
ავტორი: LASHQARA
12 აგვისტო 2025 21:03
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1991
პირველ რიგში, სესკოს ტრანსფერს გილოცავთ, love am მშვენიერი ტრანსფერია, სუფთა ცხრიანის თვისებები აქვს. საჯარიმოში სასწაულები აკეთა წინა სეზონში ლაიფციგში და შორეული დარტყმაც მშვენიერი აქვს, მოკლედ გილოცავთ ამ მაგარ შენაძენს, რაც შეეხება დონარუმას უნდა მოიყვანონ აბა რა უნდა ქნან, ესეც მოიყვანონ და ამ სატრანსფერო ფანჯარას წარმატებულად ჩავთვლი, ონანას იმედად უბრალოდ ცოდოა გუნდი.

https://www.youtube.com/watch?v=mCkvcdmswgE
0
№3
ავტორი: PaLoMo
12 აგვისტო 2025 21:33
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 4141
onana ახლა თყ არა ზამთარში მაინც გაიყიდებდა ა
ას ზამთრამდე არავინ გააჩერებს სიტი და ჩელსი რომელიმე იყიდის
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ ჯერ გადახტი და ჰოპ მერე დაიძახე.
№4
ავტორი: ikeoni
13 აგვისტო 2025 00:06
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11631
დონარუმა რო მოსაყვანია და ამაზე ორი აზრი არაა მაგრამ ჩემი აზრით პირველ რიგში ბალება უნდა მოიყვანონ საოცარი ბიჭია მაგრად გვიჭირს ბურთის ამოტანა და კონტროლი ..სავარაუდოდ მალე გააკეთებენ 1000 მილიონიან შეთავზებას ..ჩელსი გამოირიცხა დონარუმას არ იყიდიან სიტი რჩება ერთი

100 მილიონიან
0
№5
ავტორი: Chesterman
13 აგვისტო 2025 08:34
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 755
სიტიმ გაიფორმა თითქმის უკვე,ამის ხელფასს ვერ გადაიხდიან მაინც სანამ არ გაყიდიან ან კაზემიროს ან სანჩოს ყველაზე მაღალი ხელფასები მაგათ აქვს კანდიდატები ვინც არიან წასვლის
0
№6
ავტორი: PaLoMo
17 აგვისტო 2025 10:50
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 4141
12მილიონს აძლევს ხელფასის სახით სიტი
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ ჯერ გადახტი და ჰოპ მერე დაიძახე.
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top