გერმანული "ლაიფციგის" თავდამსხმელი ბენჯამინ შეშკო რომელიც მიმდინარე სატრანსფერო ფანჯარაზე ერთ-ერთი მოთხოვნადი ფეხბურთელია "ნიუკასლში" გადასვლასთან ახლოსაა.
როგორც სპორტული ჟურნალისტი და მიმომხილველი საშა ტავოლიერი იუწყება, "ნიუკასლმა" ფეხბურთელს გაუმჯობესებული შეთავაზება მოუმზადა, რომელსაც თავდამსხმელი დათანხმდა.
მსგავსი სიახლე სლოვენიაში საინფორმაციო წყაროებმაც გაავრცელეს. ტრანსფერის ღირებულებამ დაახლოებით 78 - მილიონი ფუნტი სტერლინგი შეადგინა, ანუ თითქმის 90 - მილიონი ევრო.
შეგახსენებთ, რომ მანამდე ბენჯამინ შეშკოს "მანჩესტერ იუნაიტედში" გადასვლის მზადყოფნის შესახებ ვრცელდებოდა ინფორმაცია. ბოლო დღეებში 22 წლის თავდამსხმელი "წითელი ეშმაკების" პრიორიტეტულ სამიზნედ დასახელდა.
სიახლეები
1 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.