თბილისი:
მანჩესტერი:
27-07-2025, 11:28
ავტორი: Svanchester,
ნანახია: 848,
კომენტარები: 9
ამორიმმა თავდამსხმელი შეაქო
დანიელმა ქება დაიმსახურა.
ამორიმმა თავდამსხმელი შეაქო
"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარი მწვრთნელი რუბენ ამორიმი კმაყოფილებას გამოხატავს გუნდის თავდამსხმელის რასმუს ჰიოლუნდის თამაშის მიმართ "ვესტ ჰემის" წინააღმდეგ სეზონისწინა მატჩში.

შეხვედრა შაბათს გაიმართა და "წითელი ეშმაკების" გამარჯვებით 2:1 დასრულდა. შეგახსენებთ რომ "მანჩესტერელთა" მხრიდან ორივე გოლი გუნდის კაპიტანმა, ბრუნო ფერნანდეშმა გაიტანა.

რაც შეეხება რასმუსს, დანიელი თავდამსხმელი სასტარტო შემადგენლობაში იმყოფებოდა და 66-ე წუთამდე ითამაშა.

"რასმუსის თამაში ძალიან მომეწონა: მისი სირბილი, დუელებში მონაწილეობა, თანაგუნდელებთან ურთიერთობა. მან შესანიშნავი სამუშაო გაწია", - განაცხადა პორტუგალიელმა მწვრთნელმა პრესკონფერენციაზე.

ცნობისთვის, რასმუს ჰიოლუნდმა პრემიერ ლიგის გასული სეზონის 32 მატჩში ოთხი გოლი გაიტანა, რაც არცთუ ისე მაღალი შედეგის შემტევისთვის, თუმცა როგორც ჩანს რუბენ ამორიმი ფეხბურთელის შესაძლებლობის მიმართ ოპტიმისმტურად არის განწყობილი და დიდი ალბათობით ჰოილუნდი კლუბს
ამ ეტაპზე არ დატოვებს.
სიახლეები
9 კომენტარი
№1
ავტორი: ikeoni
27 ივლისი 2025 12:10
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11629
რავიცი აბა იქნებ მოუმატოს და შევიდეს ფორმაში პოტენციალი აქვს .. სიმაღლე სისწრაფე რავი ყველაფერი აქვს რო კარგი 9 იანი იყოს თან პორველ სეზონში ტრამვამდე არ იყო ცუდი ზედიზედ გოლებიც ყარა ...
0
№2
ავტორი: Dato kutaisi
27 ივლისი 2025 17:40
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 3245
ამისგან არაფერი გამოვა.ერთი აგქცევა ქონდა კარგი და ძელს გაარტყა.სულ ჭიდაობს და ჭიდაობს.ვერც იგებს ამ ორთაბრძოლებს,გადაწყვეტილებებს იღებს იაზროს.სათადარიგო თავდამსხმელად იქნება დიდის ალბათობით.9ანს მოიყვანენ მემგონი
0
№3
ავტორი: Malboro463
28 ივლისი 2025 00:58
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 5894
ჭიდაობაში მაგარია
0
№4
ავტორი: dybbuk
28 ივლისი 2025 11:05
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1599
ციტატა: Malboro463
ჭიდაობაში მაგარია

მაგაშიც არ ვარგა, მეორე სართულს ეს ვერ იგებს, კორპუსს ეს ვერ დგამს, ბურთს ვერ იჩერებს, პოზიციას ეს ვერ არჩევს და ასეთ კაცში 70 მლნ ფუნტია გადახდილი
1
№5
ავტორი: PaLoMo
29 ივლისი 2025 17:06
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 4136
გაყიდვებზე არაფერი ისმის?

არადა ისააკი რა მაგრად მოგვიხდებოდა
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ ჯერ გადახტი და ჰოპ მერე დაიძახე.
№6
ავტორი: Chesterman
30 ივლისი 2025 11:33
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 749
დონარუმა მოიყვანონ, დიდი შანსია მაგის და ფორვარდი უოტკინსი თუნდაც.არცივი ვილკოქსი ჩვენს საიტზე შემოდის თუარა ჩვენი აზრის გასაგებად )) მარა თუ კითხულობ ბალებაც მოიყვანეთ ბარემ და ეს 3 ტრანსფერი და ჩემპიონობის მჯერა გულიბრყვილოფ )) 100 მილიონზე ნაკლებად არ გაყიდიან თორე ბალება არის ცხოველი დაჟე კაისედოსაც მირჩევნია
0
№7
ავტორი: iniesta123
30 ივლისი 2025 16:12
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 13
უფასოდ მოიყვანონ ვარდი რა მოხდება:))))

ზამენაზე როგორ არ გამოგვადგება
0
№8
ავტორი: Malboro463
31 ივლისი 2025 00:17
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 5894
უოტკინსის ტრანსფერს სერიოზულადნგანიხილავთ?

წელს ეს გუნდი ოთხეულშიც ვერ შევა
0
№9
ავტორი: PaLoMo
31 ივლისი 2025 22:11
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 4136
დონარუმა 26 წლია ყოფილა და მე 30ის რატო მგონია
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ ჯერ გადახტი და ჰოპ მერე დაიძახე.
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top