თბილისი:
მანჩესტერი:
27-07-2025, 09:09
ავტორი: Svanchester,
ნანახია: 368,
კომენტარები: 1
ბრუნო ბრაზილიელს აქებს
პორტუგალიელი ახალწვეულის მიმართ საქებარ სიტყვებს არ იშურებს.
ბრუნო ბრაზილიელს აქებს
"მანჩესტერ იუნაიტედის" კაპიტანმა ბრუნო ფერნანდეშმა კლუბის ახალწვეულზე მატეუს კუნიაზე ისაუბრა, რომელიც "წითელმა ეშმაკებმა" ამ ზაფხულს დაიმატეს. შეგახსენებთ, რომ ბრაზილიელი "ოლდ ტრაფორდს" "ვულვერჰემპტონიდან" შეუერთდა.

თავდამსხმელი გუნდს "ვესტ ჰემთან" ბოლო ამხანაგური მატჩის მოგებაში დაეხმარა, კუნია სასტარტო შემადგენლობაში იმყოფებოდა. ამორიმის შეგირდებმა "ჩაქუჩები" ანგარიშით 2-1 დაამარცხეს.

"როგორც ვიცით, ბრაზილიელების უმეტესობა ხმაურიანი და მხიარული ბიჭები არიან. მათეუსი ერთ-ერთი მათგანია - ის ძალიან მხიარულია.

მან ყველასთან სწრაფად იპოვა საერთო ენა. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ის ფორმაში ჩადგეს. გუნდის პოტენციალის სრულად გამოსავლენად ყველა მოთამაშეს შორის კავშირი უნდა დავამყაროთ",
- განუცხადა ფერნანდეშმა Sky Sports-ს, რომელმაც აღნიშნულ შეხვედრაში ორჯერ გაიტანა გოლი.

"მანჩესტერ იუნაიტედმა" მატეუს კუნიას ტრანსფერში დაახლოებით 74 მილიონი ევრო გადაიხადა.
სიახლეები
1 კომენტარი
№1
ავტორი: ikeoni
27 ივლისი 2025 12:06
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11629
კუნია მაგარი ბიჭია აუცილებლად შეეწყობა გუნდს აი ბრუნო კი ძალიან კლასნია ❤️
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top