თბილისი:
მანჩესტერი:
24-07-2025, 15:12
ავტორი: Svanchester,
ნანახია: 1201,
კომენტარები: 5
"ლაიფციგმა" სატრანსფერო თანხა შეამცირა
გერმანელები დათმობაზე წავიდნენ.
ბოლო დღეებში პრესა აქტიურად აკავშირებს თავდამსხმელ ბენჯამინ შეშკოს "მანჩესტერ იუნაიტედთან", თავის მხრივ "წითელი ეშმაკების" მთავარი მიზანი თავდასხმის წინა ხაზის გაძლიერებაა.

სლოვენიელი აქამდე ინგლისის პრემიერ ლიგის სხვა ტოპ კლუბებთანაც იყო დაკავშირებული.

როგორც Transfer News Live - გერმანულ Bild-ზე დაყრდნობით იტყობინება, "ლაიფციგმა" შეშკოს სატრანსფერო ფასი 100 მილიონი ევროდან 70 მილიონ ევრომდე შეამცირა.

"ხარების" პოზიციის შერბილებამ შესაძლოა 22 წლის თავდამსხმელის ტრანსფერის განხორციელებას შეუწყოს ხელი. ბენჯამინ შეშკო გერმანულ კლუბში 2023 წლის ზაფხულიდან ასპარეზობს.

მას შემდეგ თავდამსხმელმა 87 ოფიციალური მატჩი ჩაატარა, რომლებშიც 39 გოლი გაიტანა და 8 საგოლე გადაცემა გააკეთა თანაგუნდელებისთვის.
სიახლეები
5 კომენტარი
№1
ავტორი: dybbuk
24 ივლისი 2025 15:44
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1599
დღეს უკვე სერიოზული დეფიციტია მაღალი კლასის ცხრიანი, კეინი, ლევანდოვსკი და ჰალანდი, აქედან 2 30ს გადაცილებულია თან. ეს გიოკერეაი კიდე არსენალში რა იქნება კაცმა არ იცის, რაღაც არ მჯერა მიახლოვებული შედეგი მაინც დადოს ეპლში. ყველაზე კარგი ვარიანტი ოსიმენი იყო, მაგრამ სანამ ესენი გაიღვიძებენ მანადე კი წავიდა უკვე გალათასარაიში. ეს შეშკო კიდე რავიცი რაა, ცოტა სკეპტიკურად ვუყურებ მის პერსპექტივებს მითუმეტეს ამ ჩამოშლილ მანჩესტერში, ვლაჰოვიჩის დონეა დაახლოებით. აი ჰოილუნდი რომ უეჭველი გასაშვებია მაგაში ეჭვი ნაღდად არ მეპარება. U21-ს ვინც უყურეთ გერმანიას ყავდა მაგარი ცხრიანი, მაგრამ მემგონი ბაიერნმა წაიყვანა. ისაკს ვერ გაქაჩავენ თორე იდეალური ვარიანტია, თან ნიუკასლს უთხრა წასვლა მინდაო
1
№2
ავტორი: Chesterman
24 ივლისი 2025 16:28
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 755
ვოტკინსი მირჩევნია ამის ვარიანტს.პრემიერ ლიგაში გამოცდილი შეტევა გვეყოლებოდა. ისე თუ სერიოზული მიზნებისთვის უნდათ ბრზოლა და პროექტიო იძახიან მაშინ კი უნდა იბრძოლონ ისააკზე

ციტატა: dybbuk

მაგარი ბიჭი ჩანს ეგ ვოლტემადეეა თუ სწორად მახსოვს .ჯერ არ უყიდია ბაიერნს ფულს ვერ იმეტებენ იმდენს რასაც უფასებენ
0
№3
ავტორი: dybbuk
24 ივლისი 2025 16:33
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1599
ციტატა: Chesterman

მაგარი ჟმოტები არიან, კაპიკებში უნდათ ყველას ყიდვა და იქნებ გაახილონ ამათ თვალები და მოიყვანონ ეგ ბიჭი. აი ისაკიც თუ ლივერპულში წავიდა მაშინ კარგადაა საქმე. სასწაული ტრანსფერები დადეს და კიდე ეგ თუ დაიმატეს დაგვერხა და ეგაა კიდე კაი ხანი.
0
№4
ავტორი: ikeoni
25 ივლისი 2025 10:28
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11631
ეს სეშკოც სავარაუდოდ ნიუკასლში წავა... ფულს ხარჯავს გუნდი ფაქტია ეხლა 155 მილიონი ფუნტი გაფაიხადეს ორ მოთამაშეში უბრალოდ ეხლა გაყიდვაა საჭირო და იმედია ეს ანტონი სანჩო და გარნაჩო მალე გაიყიდება რო მოესწროს თავდამსხმელის მოყვანა მაგრამ ვისი ეგაა საკითხავი
0
№5
ავტორი: PaLoMo
26 ივლისი 2025 18:54
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 4141
ანტონი მგონი საუდის არაბეთში მიდის და იქნებ კაი ფული ავიღოთ
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ ჯერ გადახტი და ჰოპ მერე დაიძახე.
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top