Daily Mail-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, "მანჩესტერ იუნაიტედი" დარწმუნებულია, რომ ბრაიან მბეუმოს ტრანსფერის თაობაზე შეთანხმება მალე დაიდება.
"ბრენტფორდი" მის მთავარ ბომბარდირზე რომელმაც 2024-25 წლების პრემიერ ლიგის სეზონში 20 გოლი გაიტანა £65 მილიონზე მეტს ითხოვს, ფეხბურთელი კი კვირაში £200,000-ზე ნაკლებს მოითხოვს.
"წითელმა ეშმაკებმა" უკვე ორი წინადადება გააგზავნეს პირველად £55 მილიონი, შემდეგ კი გაუმჯობესებული £62.5 მილიონი თუმცა ორივე უარყოფილი იქნა.
თუ შეთანხმება საბოლოოდ შედგება და კამერუნელი "ოლდ ტრაფორდზე" გადაბარგდება, ის, სავარაუდოდ, ახალი შენაძენი მატეუს კუნიასთან ერთად რუბენ ამორიმის სისტემაში ორმაგ №10-ებად დაიწყებს თამაშს.
მბეუმომ და კუნიამ გასულ სეზონში ერთად პრემიერ ლიგაში 35 გოლი გაიტანეს და იმედი აქვთ, რომ ამ ფორმას "იუნაიტედის" შემადგენლობაშიც გააგრძელებენ და გუნდს სატურნირო ცხრილში მაღლა დააბრუნებენ.
სიახლეები
1 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.