თბილისი:
მანჩესტერი:
28-06-2025, 21:55
ავტორი: Svanchester,
ნანახია: 1573,
კომენტარები: 9
მოლაპარაკებები ბოლო ეტაპზეა
რიგით მეორე ტრანსფერი სულ მალე გაოფიციალურდება.
მოლაპარაკებები ბოლო ეტაპზეა
ცნობილი საფეხბურთო ინსაიდერის ფაბრიციო რომანოს მიერ გავრცელებული ინფორმაციით კლუბები 25 წლის ვინგერის ტრანსფერზე მოლაპარაკებებს აგრძელებენ, საქმე ეხება ბრაიან მბუმოს.

წყაროს ცნობით, მხარეები ამჟამად ტრანსფერის ფიქსირებულ თანხას, ბონუსებს და სხვა მნიშვნელოვან დეტალებს განიხილავენ.

"წითელი ეშმაკების" ბანაკში ყველა დარწმუნებულია, რომ გარიგება წარმატებით დასრულდება, რადგან სამი დღის წინ მბუმომ რუბენ ამორიმის გუნდში გადასვლის სურვილის შესახებ მკაფიო სიგნალი მისცა.

ინგლისის პრემიერ ლიგის ბოლო გათამაშებაში მბუმომ "ბრენტფორდის" რიგებში 38-ვე მატჩში მიიღო მონაწილეობა, 20 გოლი გაიტანა და რვა საგოლე გადაცემა გააკეთა.
სიახლეები
9 კომენტარი
№1
ავტორი: PaLoMo
30 ივნისი 2025 14:16
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 4132
სანჩონდორტმუნდს უნდაო და მართალია?

შერკი სიტიმ იყიდა?
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ ჯერ გადახტი და ჰოპ მერე დაიძახე.
№2
ავტორი: ikeoni
1 ივლისი 2025 13:31
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11626
არაფერი აღარაა ბოლო ეტაპზე დიდი ალბათობით ჩაიშალა ეს ტრანსფერი
1
№3
ავტორი: Malboro463
1 ივლისი 2025 22:56
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 5892
ასეთი ტრანსფერებით ტოტნეჰემს შეილება ვაჯობოთ
0
№4
ავტორი: PaLoMo
2 ივლისი 2025 00:00
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 4132
თვითონ თქვა მხოლოდ მანჩესტერ იუნატიედში გადავალო თუარად არ წავალო,ისინი კიდე მეტს ითხოვენ
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ ჯერ გადახტი და ჰოპ მერე დაიძახე.
№5
ავტორი: Smoke - N
2 ივლისი 2025 11:56
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 252
წელს ესენი მგონი მარტო კუნიას იყიდიან ამორიმის და ამით დასრულდება ტრანსფერები და აქ კი იმდენი ხლამიარის ვერ იცილებენ ამ ხლამებს პრინციპში ყველამ ისწავლა ჭკვა ამათ გარდა ხლამი და ინვალიდი ვის რად უნდა სისხლს და ფულს არ აწოვინებს ტყუილად ამ ფულის ღორებს აქედან მინიმუმ ერთი ათი კაცი არის გასაგდები ისე რომ პანღური უნდა ურტყა თან და მიაყოლო გლეიზერები და ეს რეტკლიფიც ზევიდან მწვრთნელების ამდენმა ცვლამ რომ ხეირი არ დაყარა გუნდს ხომ უნდა მიხვდე რომ ესეიგი ეს შენშია ეს პრობლემა არათუ მწრთვნელებში
0
№6
4 ივლისი 2025 10:48
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 328
ვინმე არ შეიძლება ამიხსნას, ამხელა თანხებს რატომ და რაში ათხლეშენ?
0
№7
ავტორი: PaLoMo
5 ივლისი 2025 16:45
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 4132
დიეგო ლეონი გავიფორმეთ,შოდა მალასია დაგვტოვებენ
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ ჯერ გადახტი და ჰოპ მერე დაიძახე.
№8
ავტორი: Malboro463
7 ივლისი 2025 00:15
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 5892
ნუნუ სანტოს ახალგაზრდობის ვერსია
0
№9
ავტორი: Chesterman
7 ივლისი 2025 11:05
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 748
ესენი ვუდვორდზე და მაგის კამანდაზე დებილები არიან, 1 თვეში თითქმის პრემიერ ლიგა იწყება, 10 დღეში ტურნეში მიდიან და ფეხბურთელები არ მოუყვანეს კაცს, დაჟე ჯერ ვერც ვერავინ გაყიდეს. გამომაშტერეს ვის ხელშია საწყალი კლუბი ამდენი წელია.
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top