თბილისი:
მანჩესტერი:
21-06-2025, 15:57
ავტორი: Svanchester,
ნანახია: 632,
კომენტარები: 7
"იუნაიტედმა" მოლაპარაკებები დაიწყო
დიდი ალბათობით ონანა კლუბს დატოვებს.
უნაი ემერის "ასტონ ვილას კარის დარაჯი ემილიანო მარტინესი ძალიან ახლოს არის "მანჩესტერული" კარიერის დასაწყისთან.

საფეხბურთო ნიუსების ცნობილი ინსაიდერის ნიკოლო სკირის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას თუ დავეყრდნობით, "წითელი ეშმაკები" მოლაპარაკებებს იწყებენ.

თავად არგენტინელი კიპერის დიდი სურვილია "ოლდ ტრაფორდზე" ასპარეზობა, მარტინესი მზად არის "ასტონ ვილა" აუღელვებლად დატოვოს და ამორიმის გუნდს შეუერთდეს.

თავის მხრივ პრესის ფურცლებზე კვლავ გვხვდება ინფორმაცია რომ თითქოს "მანჩესტერელთა" ბანაკში ანდრე ონანასთვის შანსის მიცემას გეგმავენ, თუმცა თუ გამოჩნდა მსუყე შეთავაზება ფეხბურთელის სანაცვლოდ, ნიგერიელი გუნდს აუცილებლად დატოვებს.
სიახლეები
7 კომენტარი
№1
ავტორი: Svanchester
21 ივნისი 2025 15:59
  • სიახლეები: 2945
  • კომენტარები: 3956
რაღაცნაირად არ მინდა ეს ჩვენს გუნდში გადმოვიდეს იმ ქმედებების გამო რა არასპორტულადაც იქცეოდა ყოველთვის.
0
№2
ავტორი: Malboro463
21 ივნისი 2025 20:23
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 5888
ესეც #ლეა!
0
№3
ავტორი: ikeoni
21 ივნისი 2025 22:21
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11613
რავი ვეღარ გავიგე გამიხარდეს თუ მეწყინოს
0
№4
ავტორი: Lalana
22 ივნისი 2025 15:52
  • სიახლეები: 82
  • კომენტარები: 2349
32 წლისაა უკვე და თან არც თუ ისე პატრა თანხას ითხოვენ და რათ უნდათ?რაში ყრიან თანხას?მითუმეტეს საერთოდ არ უხდება ამის ტიპაჟი და საქციელები ამ გუნდს.როდის უნდა მორჩეს უაზრო ტრანსფერების გაკეთებაა?ჯერ ვინც აუცილებელი და საჭიროა ისინი მოიყვანონ,რამენაირად ერთი წელი ისევ ავიტანდით ონანას
0
№5
ავტორი: dybbuk
22 ივნისი 2025 20:24
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1591
ციტატა: Lalana
32 წლისაა უკვე და თან არც თუ ისე პატრა თანხას ითხოვენ და რათ უნდათ?რაში ყრიან თანხას?მითუმეტეს საერთოდ არ უხდება ამის ტიპაჟი და საქციელები ამ გუნდს.როდის უნდა მორჩეს უაზრო ტრანსფერების გაკეთებაა?ჯერ ვინც აუცილებელი და საჭიროა ისინი მოიყვანონ,რამენაირად ერთი წელი ისევ ავიტანდით ონანას

ონანას "ატანა" არაა მარტივი ამბავი როცა ამდენ შედეგიან შეცდომას უშვებს, როგორია სიტისთან ან ლივერთან იბრძვი და ამის მზეობის გამო თამაშს რომ წააგებ, ლიგაზე ჯგუფში პირადად ონანამ ჩაგვტოვა. მარტინესი არც მე მინდა ბევრი მიზეზის გამო, აგერ ახალგაზრდული მიდის და შეიძლება არჩევანის გაკეთება, მაგალითად ფრანგების მეკარე
1
№6
ავტორი: PaLoMo
23 ივნისი 2025 01:00
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 4122
მბემოუ ვიყიდეთ 63 მილიონად
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ ჯერ გადახტი და ჰოპ მერე დაიძახე.
№7
ავტორი: Lalana
გუშინ, 11:38
  • სიახლეები: 82
  • კომენტარები: 2349
ციტატა: dybbuk
ციტატა: Lalana
32 წლისაა უკვე და თან არც თუ ისე პატრა თანხას ითხოვენ და რათ უნდათ?რაში ყრიან თანხას?მითუმეტეს საერთოდ არ უხდება ამის ტიპაჟი და საქციელები ამ გუნდს.როდის უნდა მორჩეს უაზრო ტრანსფერების გაკეთებაა?ჯერ ვინც აუცილებელი და საჭიროა ისინი მოიყვანონ,რამენაირად ერთი წელი ისევ ავიტანდით ონანას

ონანას "ატანა" არაა მარტივი ამბავი როცა ამდენ შედეგიან შეცდომას უშვებს, როგორია სიტისთან ან ლივერთან იბრძვი და ამის მზეობის გამო თამაშს რომ წააგებ, ლიგაზე ჯგუფში პირადად ონანამ ჩაგვტოვა. მარტინესი არც მე მინდა ბევრი მიზეზის გამო, აგერ ახალგაზრდული მიდის და შეიძლება არჩევანის გაკეთება, მაგალითად ფრანგების მეკარე

გეთანხმები,ონანას ატანა,რომ მარტივი თემა არაა დღევანდელმა სეზონმა ააჩვენა,რა ტყულად გადაყარეს მაგაში ამხელა თანხა აზრზე ვერ მოვდივარ,მაგრამ ეგაა ჩვენი რეალობა და ჩვენი სატრანსფერო პოლიტიკა,უბრალოდ მარტინესში ისევ დიდი თანხის გადახდა არ მიმაჩნია რელევანტურად.მითუმეტეს უკვე ასაკიც აქვს და ცოტა ხანში ისევ მოუწევთ მეკარის მოძებნა და არც მისი ტიპაჟი შეეფერბა გუნდს,თუ თანხას იხდიან ჯობს სხვა ვარიანტებს გადახედონ,მაგრამ ამათ სად აქვთ თვალები და სატრანსფერო ინტუცია
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top