„რამდენადაც მახსოვს , - იხსენებს მისი ბაბუა - მას ყოველთვის ჰქონდა ბურთი.“ასე რომ , ხუთი წლის ბიჭის განუშორებელი ნივთი ბურთი იყო. ხუთი წლის ასაკში იგი ჩარიცხული იყო ახალგაზრგულ სექციაში "Nooit Hedaht" – „მე არასოდეს მიფიქრია“ - სიტყვა სიტყვით ასე ითარგმნება ჰოლანდიური გუნდის სახელი. რა თქმა უნდა მაშინ არავის მოუვიდოდა აზრად ის ფაქტი , რომ ეს ახალგაზრდა შავჯვრემანი ბიჭუნა ასე მაღლა აფრინდებოდა. ამაში მხოლოდ თვითონ რუდი იყო დარწმუნებული. 14 წლის ასაკში მან კლუბი შეიცვალა და გადავიდა მეზობელი ქალაქის გუნდში "Marhrit"-ში.
„მე უბრალოდ დავურეკე მწვრთნელს - იხსენებს რუდი - და ვთხოვე , შეიძლება მოვიდე. მან მითხრა „დიახ“ და მას შემდეგ 3 წლის განმავლობაში დავჯდებოდი ველოსიპედზე და მივდიოდი მეზობელ ქალაქში. ოცი წუთი იქით , ოცდახუთი წუთი უკან.“თავდაპირველად იგი მოედნის შუაგულში თამაშობდა. ნახევარმცველის პოზიციაზე იგი გუნდ "Den Bosch"-ში თამაშობდა როდესაც იგი 17 წლის იყო. აქ რუდი დიდი ხნით არ ყოფილა ძირითადი მოთამაშე. გავიდა სამი წელი , სანამ მან სელექციონერების ყურადრება მიიპყრო და დაუბრუნდა მაღალ დივიზიონს.
1997 წელს , მას შესანიშნავი სტატისტიკა ჰქონდა - 12 გოლი 34 მატჩში , იგი ამ პერიოდში „ჰერენვენის“ ღირსებას იცავდა.
მწვრთნელი ფოპა დე ჰაანი სწრაფად მიხვდა , რომ ახალწვეულის ადგილი თავდასხმაშია. უფრო მეტიც , იგი ადვილად თამაშობს მოედნის შუაგულში ამიტომ მას შეუძლია ფორვარდის პოზიციაზე თამაში , რომელიც არამარტო გოლებს გაიტანს ასევე ოსტატურად დაეხმარება პარტნიორებს. ეს ყველაფერი მოხდა. თავის პირველ სეზონში ჰოლანდიელმა 13 გოლი გაიტანა.
მომავალ სეზონში იგი შეუერთდა „პსვ“-ს. ედინჰოვენი მხოლო 50 კილომეტრის მოშორებითაა ვან ნისტელროის სახლიდან. პირველივე სეზონი „პსვ“-ში ტრიუმფალური იყო. კლუბი ჩემპიონატში მეორე ადგილზე გავიდა , სადაც რუდმა 31 გოლი გაიტანა და საუკეთესო ბომბარდირი იყო ჩემპიონატში და მეორე ევროპის გუნდებს შორის. ყველაზე აღსანიშნავი ის არის , რომ იგი წლის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა.
რუდის სანაკრებო კარიერა დაიწყო 1998 წელს. მისი დებიუტი შედგა გერმანიის წინააღმდეგ , მაგრამ პირველი გოლი მან 1999 წელს გაიტანა. იმ დროს , „სტაფილოსფრების“ მთავარი ვარსკვლავი პატრიკ კლუვერტი იყო. რუდის დროც მოვა. პირველი საერთაშორისო ტურნირი რუდისთვის დაიბადა 2004 წელს.
იმ მომენტისათვის ცხადი იყო ის ფაქტი , რომ „ჰოლანდიაში“ იგი წარმატებას ვერ მიაღწევდა. მაგრამ „ეინგჰოვენში“ ყველაფერი სხვანაირად იყო , ყველა ელოდა , რომ „პსვ“ ჩემპიონი გახდებოდა. ასეც მოხდა და გუნდის საუკეთესო მოთამაშე გახდა რუდი რომელმაც 29 გოლი გაიტანა და კვლავ ბომბრადირთა სიაში პირველი იყო.
ამის შემდეგ რუდით ინტერესდება „მანჩესტერ იუნაიტედს“. იმ დროს რუდ ვან ნისტელროი შედიოდა „მანჩესტერ იუნაიტედის“ დაინტერესებულ ფეხბურთელთა სიაში, ერთმა ბრიტანელმა ჟურნალისტმა სერ ალექს ფერგიუსონს ჰკითხა , იქნებ ესეთი ნიჭის გუნდში მოხვედრამ შეაფერხოს იგი და გუნდში დარჩეს მომავალ სეზონშიც. შოტლანდიელმა ეს კითხვას იგნორირება გაუკეთა , მაგრამ მას შემდეგ , რაც ცნობილი გახდა , რომ ფერგიუსონი არ აპირებს განშორებას , ვან ნისტელროიმ დააჯერა გულშემატკივრებიც და ფერგიუსონიც იმაში , რომ თუ საჭირო იქნება მას მარტო შეუძლია მატჩის ბედის შეცვლა.
„ჩვენ არასდროს ვიყავით დამოკიდებული ერთ თავდამსხმელზე, - განაცხადა ფერგიუსონმა. - რა თქმა უნდა , ჩვენ შეგვიძლია ვივარაუდოთ , რომ კოული , შერინგემი და სოლსკიაერი გაიტანენ 30 გოლს ამ სეზონში , ეს ჩვენი სტილია.90 წლების ბოლოს სერ ალექს ფერგიუსონი აქტიურად ეძებს ბომბარდის , როგორიც იყო ალან შირერი , რომელმაც არ ისურვა კარიერის გაგრძელება „მანჩესტერ იუნაიტედში“. შოტლანდიელმა ყველა ინფორმაციის მოგროვება შეძლო ვან ნისტელროიზე და მივიდა იმ დასკვნამდე , რომ ახლა არ შეიძლება შეცდომების დაშვება. ვან ნისტელროის გადასვლა „მანჩესტერ იუნაიტედში“ მხოლოდ დროის საკითხი იყო. 2000 წლის ზაფხულში , როდესაც ყველა მზად იყო ამ ფაქტისთვის თავდამსხმელმა მიიღო მძიმე დაზიანება. დაზიანება მან „სინკებორგომის“ წინააღმდეგ მატჩში მიირო 2000 წლის 6 მარტს. ძნელი არაა იმის წარმოდგენა თუ რას განიცდიდა რუდი , მას მინიმუმ ნახევრი წელი უნდა გამოეტოვა , შემდეგ ხანგრძლივი აღდგენის პერიოდი , რომლის შედეგადაც ნათელი გახდება , შეუძლია თუ არა გააგრძელოს თამაში იგივე დონეზე. რთულ პერიოდში ფერგიუსონი მუდმივად ურეკავდა რუდს და თუ როგორი იყო. მათ შორის კავშირი თითქმის ოჯახური იყო. რუდი 2001 წელს დაუბრუნდა „ეინდჰოვენს“ და პირველ მატჩში მან ორი გოლი გაიტანა და ამ გოლების წყალობით „პსვ“ ჰოლანდიის თასის ფინალსი გავიდა. საბოლოოდ კარიერა „ეინდჰოვენში“ ბრწყინვალე იყო.
„მე ვიცი , ბევრს არ სჯერა , რომ მე ყოფილ ფორმას დავიბრუნებ - ამბობს რუდი - მაგრამ , მე ვფიქრობ , რომ ტრამვის შემდეგ , უკეთესად დავიწყე თამაში. მეტიც სირთულეებმა შეცვალეს ჩემი ხასიათი.“აპრილში მან სამედიცინო შემოწმება გაიარა „მანჩესტერ იუნაიტედში“ და სკეპტიკოსები დაადუმა. ვან ნისტელროიმ კლუბთან კონტრაქტს ხელი 2001 წლის 1 ივლისს მოაწერა. იგი „მანჩესტერ იუნაიტედში“ 19 მილიონ ფუნტად გადაბარგდა.
სპეციალურად RedArmy.Ge-სთვის