ხავი სიმონსმა, მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრის დროს გერმანული "ლაიფციგის" დატოვება გადაწყვიტა, მას კარიერის განვითარება ახალ ეტაპზე სურს.
ინფორმაციას ცნობილი ინსაიდერი ფაბრიციო რომანო ავრცელებს. წყაროს ცნობით, 22 წლის ნახევარმცველს ევროპაში კარიერის გაგრძელების რამდენიმე ვარიანტი აქვს.
სიმონსის შეძენით დაინტერესებული არიან ისეთი გიგანტები როგორიცაა "არსენალი", "მანჩესტერ იუნაიტედი", "ლივერპული", "მანჩესტერ სიტი" და "ბაიერნი".
"ლაიფციგის“ ხელმძღვანელობა, თავის მხრივ, მზადაა ფეხბურთელი 80 მილიონი ევროს სანაცვლოდ გაასხვისოს. გასულ სეზონში სიმონსმა გერმანული გუნდის 32 მატჩში მიიღო მონაწილეობა, 10 გოლი გაიტანა და 8 საგოლე გადაცემა გააკეთა.
მისი შრომითი კონტრაქტი კლუბთან 2027 წლის შუა პერიოდამდეა გათვლილი.
სიახლეები
2 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.