ფაბრიციო რომანო იუწყება, რომ "მანჩესტერ იუნაიტედმა" ტომ ჰიტონთან ახალი კონტრაქტი შეათანხმა.
მესამე მეკარის პოზიციაზე კიპერი 2026 წლის ივნისამდე დარჩება. გადაწყვეტილება სამწვრთნელო შტაბმა დაამტკიცა რომელსაც ოფიციალური სახე მალევე მიეცემა.
შეგახსენებთ, რომ 39 წლის ფეხბურთელი "წითელი ეშმაკების" აკადემიის კურსდამთავრებულია. ფეხბურთელი კლუბში 2021 წელს "ასტონ ვილა"- დან დაბრუნდა რის შემდეგაც მესამე მეკარის პოზიციაზე იმყოფება.
ჰიტონმა პირველი გუნდის შემადგენლობაში ამჟამად უკვე დასრულებულ სეზონში სულ მხოლოდ სამი მატჩი ჩაატარა.
სიახლეები
4 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.