როგორც ჩანს ფეხბურთელმა გადაწყვიტა მის ამჟამინდელ კლუბში პრობლემები მოაგვაროს, მთავარ მწვრთნელთან ურთიერთობა დაათბოს და კარიერა მშვიდად გააგრძელოს.
მაშ ასე, ალეხანდრო გარნაჩო სულაც არ ფიქრობს რომ "იუნაიტედი" უნდა დატოვოს, მისი სურვილია კარგი თამაშით "ოლდ ტრაფორდის" ტრიბუნები კვლავ გაახაროს.
ფეხბურთელის მიმართ ინტერესს ლევერკუზენის "ბაიერი" გამოხატავდა თუმცა ფეხბურთელის წარმომადგენლებმა გერმანულ კლუბს აცნობეს რომ თავდამსხმელის მთავარი პრიორიტეტი ამორიმის შემადგენლობაში დარჩენაა.
ამ მომენტისთვის ოფიციალური ნიუსი გარნაჩოს მომავლის ირგვლივ არ გაჟღერებულა თუმცა დღევანდელ სიახლეზე დაყრდნობით შეიძლება ითქვას, რომ ის კლუბში დარჩენას ეცდება.
სიახლეები
4 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.