ნიდერლანდელი თავდამსხმელი ჯოშუა ზირკზე მომავალ სეზონში "მანჩესტერ იუნაიტედში" დარჩება-, იტყობინება Corriere dello Sport - ი.
არჩევანი მისსა და რასმუს ჰოილუნდს შორის გაკეთდა "ოლდ ტრაფორდზე" კი ზირკზესთვის შანსის მიცემა გადაწყვიტეს, ჰოილუნდი კი დიდი ალბათობით გუნდს იჯარის წესით დატოვებს.
შეგახსენებთ, რომ ზირკზეს ინგლისურ გრანდთან ხუთწლიანი კონტრაქტი აკავშირებს. გასულ სეზონში შემტევმა "წითელი ეშმაკების" შემადგენლობაში 49 მატჩი ჩაატარა.
პირად აქტივს რაც შეეხება მის ანგარიშზე შვიდი გოლი და სამი საგოლე გადაცემაა.
სიახლეები
2 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.