თბილისი:
მანჩესტერი:
16-06-2025, 15:49
ავტორი: Svanchester,
ნანახია: 398,
კომენტარები: 3
ახალი სახელი და გვარი "შორთ ლისთში"
ონანას შემცვლელის მოლოდინში.
ახალი სახელი და გვარი
"მანჩესტერ იუნაიტედის" ხელმძღვანელობამ იტალიური "ატალანტას" მეკარე მარკო კარნეშეკი ანდრე ონანას პოტენციურ შემცვლელთა სიაში შეიყვანა.

გამოცემა Corriere della Sera - ს ცნობით, ინგლისური კლუბი სერიოზულად განიხილავს კამერუნელის გაყიდვას ამ ზაფხულს და ახალი მეკარის ძებნას.

"ატალანტა" ფეხბურთელის სანაცვლოდ მინიმუმ 40 მილიონის მიღებას ელის. 24 წლის კარნეშეკიმ გასულ სეზონში თავისი სტაბილურობით შთაბეჭდილება მოახდინა: 44 მატჩი, რომელთაგან 18-ში კარის მშრალად შენახვა მოახერხა.

კარნეშეკის კლუბთან კონტრაქტი 2028 წლის ზაფხულამდეა გათვლილი და "ბერგამოელები" მზადა არიან ფეხბურთელი მხოლოდ სერიოზული შეთავაზების შემთხვევაში გაუშვან.
სიახლეები
3 კომენტარი
№1
ავტორი: dybbuk
16 ივნისი 2025 16:50
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1589
ერთ ადგილას გაიკეთონ, ჰოილუნდისნაირ ნოუნეიმებში ტიპები რა ფულს ითხოვენ და ამათ სანჩო ვერ გაუყიდიათ 40ად
0
№2
ავტორი: ikeoni
16 ივნისი 2025 19:52
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11611
იმდენ ვინმეს გვიკავშირებენ მაგრამ ჯერ არაფერი ვნახოთ რა იქნება
0
№3
ავტორი: PaLoMo
16 ივნისი 2025 21:46
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 4118
აი ტრესტეგენი ხო ბებერია თუმცა ონანას მაინც სჯობს ან მარტინესის მოყვანა რა გახდა

ლილის მეკარეც კაი ვიბმე ჩანს
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ ჯერ გადახტი და ჰოპ მერე დაიძახე.
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top