თბილისი:
მანჩესტერი:
13-06-2025, 10:39
ავტორი: Svanchester,
ნანახია: 827,
კომენტარები: 6
ოფიციალურად: კუნია "იუნაიტედის" ფეხბურთელია
კლუბმა პირველი ტრანსფერი ოფიციალურად დახურა.
ოფიციალურად: კუნია
ახლა უკვე ოფიციალურად "მანჩესტერ იუნაიტედი" იუწყება, რომ მათეუს კუნიას ტრანსფერი დაიხურა, ბრაზილიელი "მანჩესტერელთა" რიგებს შეუერთდა.

26 წლის თავდამსხმელმა კონტრაქტი 2030 წლის ივნისამდე გააფორმა, კიდევ ერთი წლით გახანგრძლივების შესაძლებლობით.

"ძნელია სიტყვებით გადმოვცე ჩემი გრძნობები - მე "მანჩესტერ იუნაიტედის" ფეხბურთელი გავხდი! ბავშვობიდან, როდესაც ბრაზილიაში ბებიასთან ტელევიზორში ვუყურებდი პრემიერ ლიგას, "იუნაიტედი" ჩემი საყვარელი ინგლისური გუნდი იყო და ჩემი ოცნება იყო, ერთ დღეს წითელი მაისური მომერგო.

მადლობელი ვარ ჩემი ოჯახის და ყველასი, ვინც ამ ოცნების რეალობად ქცევაში დამეხმარა.

მოუთმენლად ველი წინასასეზონო ტურნეს, თანაგუნდელებთან შეხვედრას და ახალი სეზონისთვის მზადებას. ახლა ჩემი მიზანი შრომისმოყვარეობა, გუნდის წარმატება და კლუბის მწვერვალებზე დაბრუნება იქნება"
, განაცხადა დასასრულს კუნიამ.

"მანჩესტერელთა" სპორტულმა დირექტორმა ჯეისონ უილკოქსმა ასევე განაცხადა: "მათეუსის მოყვანა ამ ზაფხულს ჩვენი ერთ-ერთი მთავარი მიზანი იყო და ჩვენ ძალიან გვიხარია, რომ ტრანსფერი ასე ადრე დავასრულეთ.

მან უკვე დაამტკიცა, რომ წარმატებული მოთამაშეა პრემიერ ლიგაში, გახდა ინგლისის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო და პროდუქტიული თავდამსხმელი "ვულვზში" თამაშის დროს, ხოლო მანამდე ესპანეთსა და გერმანიაში.

მას აქვს ყველა ის თვისება, რასაც ვეძებთ, რათა შევქმნათ ძლიერი, დინამიური და საინტერესო გუნდი, რომელსაც შეუძლია იბრძოლოს ყველაზე პრესტიჟული ტიტულებისთვის"
,- აცხადებს უილკოქსი.
ოფიციალურად: კუნია "იუნაიტედის" ფეხბურთელია
სიახლეები
6 კომენტარი
№1
ავტორი: PaLoMo
13 ივნისი 2025 11:51
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 4118
მშვენიერია,ვნახოთ აქ რასიზამს
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ ჯერ გადახტი და ჰოპ მერე დაიძახე.
№2
ავტორი: ikeoni
13 ივნისი 2025 20:37
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11611
ძალიან მაგარი ბიჭია ❤️
0
№3
ავტორი: PaLoMo
14 ივნისი 2025 21:36
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 4118
ციტატა: temo-scholes
გიოკერეში დავითრიეთ სასტავ გილოცავთ!!!!❤️❤️❤️

სად წაიკითხე ეგ ნიუსი?მე წავიკითხე რო უარს ამბობსო
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ ჯერ გადახტი და ჰოპ მერე დაიძახე.
№4
ავტორი: dybbuk
15 ივნისი 2025 07:40
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1589
რატომ წერთ ხოლმე არასწორ ინფორმაციას?! გიოკერესი გადმოვიდა კიარა პირიქით არსენალში მირჩევნიაო
0
№5
ავტორი: Chesterman
15 ივნისი 2025 11:51
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 735
ეგრეა არსენალი არჩია არ უნდა ჩვერნთან და ძაანაც გამიხარდა მე პირადად მაგრად არმინდოდა იმიტო რო ჩვენთან ჩვეულებრივი ჰოილუნი იქნება ...შავტრაკა ოსი გვჭირდება და მოვა იმედია
0
№6
ავტორი: PaLoMo
16 ივნისი 2025 07:22
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 4118
ამ საკლუბო ჩემპიონატზე ჩვენ რატო არ ვართ?
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ ჯერ გადახტი და ჰოპ მერე დაიძახე.
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top