თბილისი:
მანჩესტერი:
12-06-2025, 20:27
ავტორი: Svanchester,
ნანახია: 468,
კომენტარები: 5
კლუბი ყველა შეთავაზებას განიხილავს
ფეხბურთელის მომავალი გაურკვეველია.
კლუბი ყველა შეთავაზებას განიხილავს
დანიელი თავდამსხმელის, რასმუს ჰოილუნის, მომავალი "ოლდ ტრაფორდზე" კითხვის ნიშნის ქვეშ რჩება.

ESPN-ის ცნობით, ფეხბურთელის წარმომადგენლები გასულ კვირას "მანჩესტერ იუნაიტედის" ხელმძღვანელობას შეხვდნენ, რათა განეხილათ მისი მომავალი თუ რა გეგმები აქვს კლუბს თავდამსხმელთან მიმართებაში.

22 წლის შემტევის ირგვლივ არსებულ სიტუაციას რამდენიმე კლუბი აკვირდება, მათ შორის ყველაზე აქტიური იტალიური "ინტერია".

მანჩესტერში საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღიათ. კლუბი ყველა შესაძლო ვარიანტს და შეთავაზებას განიხილავს - ფეხბურთელის გუნდში შენარჩუნებიდან დაწყებული შესაძლო იჯარის წესით გასხვისებით დამთავრებული.

მთავარი ფაქტორი თავად კი "მანჩესტერ იუნაიტედის" სატრანსფერო პოლიტიკა იქნება: თუ კლუბი ახალი თავდამსხმელის დამატებას მოახერხებს, ჰოილუნმა შესაძლოა გუნდი დროებით დატოვოს, რათა მეტი სათამაშო დრო მიიღოს.
სიახლეები
5 კომენტარი
№1
ავტორი: ikeoni
12 ივნისი 2025 22:30
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11611
გამოიყენონ ოსიმენის ტრანსფერისთვის !
0
№2
ავტორი: Svanchester
13 ივნისი 2025 01:01
  • სიახლეები: 2942
  • კომენტარები: 3952
რეშფორდმა განაცხადა, რომ მხოლოდ ბარსელონაში მსურს ტრანსფერიო )) ამბიციები დაუბრუნდა ჯიგარს, აქ ხო აგვაყვავა ეხლა კატალონიაში უნდა გაბრწყინება.
0
№3
ავტორი: PaLoMo
13 ივნისი 2025 01:07
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 4118
ციტატა: Svanchester
რეშფორდმა განაცხადა, რომ მხოლოდ ბარსელონაში მსურს ტრანსფერიო )) ამბიციები დაუბრუნდა ჯიგარს, აქ ხო აგვაყვავა ეხლა კატალონიაში უნდა გაბრწყინება.

ნეტა კი წაიყვანდნენ
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ ჯერ გადახტი და ჰოპ მერე დაიძახე.
№4
ავტორი: Svanchester
13 ივნისი 2025 08:06
  • სიახლეები: 2942
  • კომენტარები: 3952
ციტატა: PaLoMo
ციტატა: Svanchester
რეშფორდმა განაცხადა, რომ მხოლოდ ბარსელონაში მსურს ტრანსფერიო )) ამბიციები დაუბრუნდა ჯიგარს, აქ ხო აგვაყვავა ეხლა კატალონიაში უნდა გაბრწყინება.

ნეტა კი წაიყვანდნენ

ჰოო, ისევ ჩვენ არ შეგვრჩეს.
0
№5
ავტორი: Mishiko82
16 ივნისი 2025 13:07
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 620
არ გამოვა ამისგან არაფერი უნდა გაუშვან გუნდიც დაისვენებს და თვითონაც.

არ გამოვა ამისგან არაფერი უნდა გაუშვან გუნდიც დაისვენებს და თვითონაც.
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top