თბილისი:
მანჩესტერი:
12-06-2025, 08:27
ავტორი: Svanchester,
ნანახია: 518,
კომენტარები: 3
"იუნაიტედი" იტალიელებს ბარტერს შესთავაზებს
ტოპ ტრანსფერის მოლოდინში.
იტალიური "ნაპოლის" თავდამსხმელი ვიქტორ ოსიმჰენი კვლავ "მანჩესტერ იუნაიტედის" ინტერესის საგანია.

ნიგერიელმა ცოტა ხნის წინ უარი თქვა საუდის არაბეთის "ალ-ჰილალში" გადასვლაზე და ევროპაში დარჩენა გადაწყვიტა. "gazzetta Dello sport - ის მიერ გავრცელებული ცნობით, "წითელი ეშმაკები" მზად არიან, დი ლაურიენტესის კლუბს საკუთარი თავდამსხმელი ჯოშუა ზირკზე შესთავაზონ ოსიმჰენის სანაცვლოდ.

ჯერჯერობით უცნობია, რამდენად არის იტალიური კლუბი დაინტერესებული ასეთი გარიგებით. 24 წლის ზირკზეს ღირებულება 30 მილიონ ევროს შეადგენს ხოლო 26 წლის ოსიმჰენის ღირებულება კი 75 მილიონი ევროა. დიდი ალბათობით ინგლისური მხარე ბარტერის შემთხვევაში ნეაპოლელებს გარკვეულ თანხასაც დაუმატებს.

გასული სეზონის დაწყებამდე "მანჩესტერ იუნაიტედმა" ნიდერლანდელი წინახაზელი იტალიური "ბოლონიადან" 42,5 მილიონ ევროს სანაცვლოდ შეიძინა.
სიახლეები
3 კომენტარი
№1
ავტორი: Lalana
12 ივნისი 2025 11:52
  • სიახლეები: 82
  • კომენტარები: 2347
რა სასაცილო სატრანსფერო პოლიტიკა გვაქვს.კარგა ხანია არ მახსენდება ფეხბურთელი რომელიც ვიყიდეთ, ცოტათი მაინც განვითარდა და უკეთესს ფასში გაგვეყიდოს
0
№2
ავტორი: ikeoni
12 ივნისი 2025 16:02
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11611
რა ზირკზე რასმუსი რასმუსი უნდა გავუშვათ და ფული დავუმატოთ
0
№3
ავტორი: PaLoMo
12 ივნისი 2025 18:13
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 4118
ზირკზეს უფრო შწუძლია სარგებლის მოტანა ვიდრე რასმუსს,იქნებ 40-45ლიმონი ამოვიღოთ და გავყიდოთ
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ ჯერ გადახტი და ჰოპ მერე დაიძახე.
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top