თბილისი:
მანჩესტერი:
12-06-2025, 05:59
ავტორი: Svanchester,
ნანახია: 565,
კომენტარები: 7
რომანო: "გიოკერეში გაბრაზებულია"
პორტუგალიური კლუბის ტყუილი.
რომანო:
ცნობილმა და ავტორიტეტულმა საფეხბურთო ინსაიდერმა ფაბრიციო რომანომ DAZN-ის ეთერში ვიქტორ გიოკერესის ირგვლივ არსებულ მდგომარეობაზე ისაუბრა.

შეგახსენებთ, რომ მოარული ხმების თანახმად, შვედი თავდამსხმელი "მანჩესტერ იუნაიტედთან" მოლაპარაკებებს აწარმოებს.

"გიოკერესი გაბრაზებულია, რადგან მას "სპორტინგთან" კონტრაქტი ჰქონდა დადებული, რომლის მიხედვითაც დაახლოებით 65 მილიონ ევროს სანაცვლოდ შეეძლო კლუბი დაეტოვებინა.

ამჟამად კი ისინი თითქმის 80 მილიონ ევროს ითხოვენ ფეხბურთელის სანაცვლოდ რაც ფეხბურთელთან დადებული პირვანდელი შეთანხმების უხეში დარღვევაა",
- აცხადებს რომანო.

Transfermarkt ევროპის ტოპ ლიგების ერთ-ერთ ყველაზე პროდუქტიულ ფეხბურთელს 75 მილიონ ევროდ აფასებს.
სიახლეები
7 კომენტარი
№1
ავტორი: Svanchester
12 ივნისი 2025 06:10
  • სიახლეები: 2942
  • კომენტარები: 3952
სპორტინგი რომ ამჟავებს მწნილს ეგ გასაგებია, მაგრამ ამათმაც ნუ დაიწყეს ვაჭარკობა, გადაიხადონ ეს 15 მილიონიც დამატებით, გუნდს ჰაერივით სჭირდება გიოკერესისნაირი პროდუქტიული ფორვარდი.
0
№2
ავტორი: Chesterman
12 ივნისი 2025 06:47
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 735
რატომღაც არ მაქ ამის იმედი რო ჩვენთან გაამართლეს და ისეთი იქნება როგორიც სპორტინგშია ..ოსიმენი ბევრად მირჩევნია და მგონია უფრო გამოგვადგებოდა თუ არჩევანის სასუალება იქნა
0
№3
ავტორი: Svanchester
12 ივნისი 2025 07:40
  • სიახლეები: 2942
  • კომენტარები: 3952
შესაძლო ბარტერზე დაიწერა, ზირკზეს ვთავაზობთ ნაპოლის ოსიმენის სანაცვლოდ და ალბათ თანხის დამატებასაც შევთავაზებთ.
0
№4
ავტორი: Lalana
12 ივნისი 2025 11:49
  • სიახლეები: 82
  • კომენტარები: 2347
მარტო ჩვენ არ ვართ გიოკერეშით დაინტერესებული,როგორც არსენალი,ასევე ლივერპული და ნაპოლიც არიან დაინტერესებულნი.ჩვენ თუ ხელიდან გავუშვით დიდი ალბათობით არსენალი შეიძენს.ამის თამაშები არ მაქვს ნანახი და ვერაფერს ვიტყვი,მაგრამ სტატისტიკა ნამდვილად შთამბეჭდავი აქვს.რაც შეეხება ოსიმენს უფრო გამოცდილია,მაგრამ რაღაც მგონია ეგ უფრო საუდის არაბეთში წავა.ისე გიოკერეში ცოტა უფრო პატარა ბიჭი მეგონა და ოსიმენი უფრო პატარა ყოფილა
0
№5
ავტორი: dybbuk
12 ივნისი 2025 13:04
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1589
ციტატა: Chesterman
რატომღაც არ მაქ ამის იმედი რო ჩვენთან გაამართლეს და ისეთი იქნება როგორიც სპორტინგშია ..ოსიმენი ბევრად მირჩევნია და მგონია უფრო გამოგვადგებოდა თუ არჩევანის სასუალება იქნა

მეც მაგ აზრზე ვარ, ჰოილუნდი+ფული და ოსიმენი მოიყვანონ აჯობებს ესე ვფიქრობ. ზირკზეს ხელი არ დაედოს
0
№6
ავტორი: ikeoni
12 ივნისი 2025 16:01
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11611
ზირკზეს გაშვება არ ღირს მოუმატებს ეგ ბიჭი მაგას ჯობია რასმუსი და ფული

ზირკზეს გაშვება არ ღირს მოუმატებს ეგ ბიჭი მაგას ჯობია რასმუსი და ფული
0
№7
ავტორი: PaLoMo
12 ივნისი 2025 18:12
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 4118
ციტატა: Svanchester
სპორტინგი რომ ამჟავებს მწნილს ეგ გასაგებია, მაგრამ ამათმაც ნუ დაიწყეს ვაჭარკობა, გადაიხადონ ეს 15 მილიონიც დამატებით, გუნდს ჰაერივით სჭირდება გიოკერესისნაირი პროდუქტიული ფორვარდი.

რაის 15 ლიმონის გადამხდელები არიან 3ჯერადი კვება 1ჯერადად აქციეს დული გვეხარჯებაო
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ ჯერ გადახტი და ჰოპ მერე დაიძახე.
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top