თბილისი:
მანჩესტერი:
11-06-2025, 12:59
ავტორი: Svanchester,
ნანახია: 655,
კომენტარები: 2
"იუნაიტედის" სამიზნე კონტრაქტს არ ახანგრძლივებს
იტალიელს ახალი გამოწვევები სურს.
ჩემპიონთა ლიგის ტრიუმფატორი "პსჟ" ჯანლუიჯი დონარუმასთან ახალ კონტრაქტზე შეთანხმებას ვერ ახერხებს, დიდი ალბათობით ფრანგულ კლუბში მეკარის გასხვისების გადაწყვეტილებამდე მივლენ.

კარის დარაჯის კონტრაქტის შეძენის მთავარი პრეტენდენტები მადრიდის "რეალი", "მანჩესტერ სიტი" და "მანჩესტერ იუნაიტედი", გახლავთ.

ფრანგები მზად არ არიან კარის დარაჯი 40 მილიონ ევროზე ნაკლებ ფასად გაუშვან, იუწყება La Repubblica.

დონარუმას პარიზელებთან ამჟამინდელი კონტრაქტი 2026 წლის 30 ივნისამდე აკავშირებს კლუბში კი ხელშეკრულების ამოწურვას ვერ დაუცდიან რადგან მომავალ წელს შესაძლოა იგი უფასოდ დაკარგონ.

Transfermarkt პორტალის მონაცემებით, მისი საბაზრო ღირებულება 40 მილიონი ევროა. შეგახსენებთ, რომ 2024/2025 წლების სეზონში იტალიელმა "პსჟ"-ს შემადგენლობაში ყველა შესაძლო ტიტული მოიპოვა
ჭორები
2 კომენტარი
№1
ავტორი: Svanchester
11 ივნისი 2025 13:00
  • სიახლეები: 2942
  • კომენტარები: 3952
რაღაც ნაკლებად მგონია ეს ჩვენთან მოვიდეს. წავა რეალში სავარაუდოდ.
1
№2
ავტორი: ikeoni
12 ივნისი 2025 15:58
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11611
არადა დაგვხატავდა ამის მოსვლა
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top