შვედი ცენტრალური თავდამსხმელი ვიქტორ გიოკერესი "მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარ სატრანსფერო სამიზნედ რჩება, მოლაპარაკებები დასკვნით ფაზაშია მთავარი ნიუანსი კი რომელიც გადაწყვეტას საჭიროებს ფეხბურთელის სატრანსფერო ფასია.
ინგლისელები ეგრეთწოდებული შუამავლების მეშვეობით აწარმოებენ მოლაპარაკებებს. სპორტული საინორმაციო წყაროები ავრცელებენ ასევე ინფორმაციას, რომ თითქოს პორტუგალიელებმა თავდამსხმელს ფასი შეგნებულად მოუმატეს.
მათი თავდაპირველი ფასი 60 + 10 მილიონი ევრო ბონუსების სახით გახლდათ, თუმცა ბოლო წამს ციფრი შეცვალეს და გიოკერეშის სანაცვლოდ 80 მილიონს მოითხოვენ, რამაც მდგომარეობა ჩიხში შეიყვანა.
აღნიშნული საქციელი გამაღიზიანებელი გახლდათ თავად ფეხბურთელისთვის, ვიქტორმა საკუთარ ინსტაგრამ გვერდზე "სპორტინგის" გამოწერაც კი გააუქმა.
დიდი ალბათობით თავდამსხმელი ინგლისურ გრანდს შეუერთდება და ეს ყველაფერი მხოლოდ დროის საკითხია.
სიახლეები
7 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.