თბილისი:
მანჩესტერი:
6-06-2025, 08:18
ავტორი: Svanchester,
ნანახია: 413,
კომენტარები: 2
ტენ ჰაგს ყოფილი შეგირდის დამატება სურს
გერმანული კლუბი ტრანსფერი განსახორციელებლად მზადაა.
ტენ ჰაგს ყოფილი შეგირდის დამატება სურს
ერიკ ტენ ჰაგისა და ენტონის გზები შესაძლოა ისევ გადაიკვეთოს. სპეციალისტს ფეხბურთელის წაყვანა ამჯერად გერმანიაში სურს.

ABC-ის ფურცლების ცნობით, ლევერკუზენის "ბაიერი" ინგლისურ გრანდს ბრაზილიელის სანაცვლოდ 40 მილიონი ევროს ოდენობით შეთავაზებას გაუკეთებს.

"წითელი ეშმაკები" მზად არიან, აღნიშნული თანხის სანაცვლოდ 25 წლის ვინგერს შეელიონ. შეგახსენებთ, რომ გერმანული კლუბის ახალი მთავარი მწვრთნელი ერიკ ტენ ჰაგი გახდა, რომელიც აქამდე "მანჩესტერ იუნაიტედში" მუშაობდა.

შეგახსენებთ, რომ ენტონიმ სეზონის მეორე ნახევარი "ბეტისში" იჯარის წესით გაატარა. შემტევმა ესპანური გუნდის შემადგენლობაში 26 მატჩი ჩაატარა, ცხრა გოლი გაიტანა და ხუთი საგოლე გადაცემა შეასრულა. Transfermarkt-ის ექსპერტები ფეხბურთელის ღირებულებას 20 მილიონ ევროდ აფასებენ.

"მანჩესტერის" გარდა ენტონის და ტენ ჰაგის საფეხბურთო ისტორია "აიაქსსაც" უკავშირდება სადაც სპეციალისტი და მოთამაშე ნიდერლანდული კლუბის ღირსებასაც იცავდნენ.
სიახლეები
2 კომენტარი
№1
ავტორი: ikeoni
6 ივნისი 2025 11:57
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11597
ისეთი ფორმა აკრიფა და ისე ითამაშა მართლა აწია ფასი ამან და იმედია გაიყიდება მსუყედ
0
№2
ავტორი: PaLoMo
6 ივნისი 2025 22:14
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 4104
იდეალური თანხაა,ისწ რომწლიმე ფეხბურთელში გაეცვალათ.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ ჯერ გადახტი და ჰოპ მერე დაიძახე.
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top