თბილისი:
მანჩესტერი:
5-06-2025, 20:53
ავტორი: Svanchester,
ნანახია: 556,
კომენტარები: 2
ამორიმი ფეხბურთელთან პირად კონტაქტზეა
კლუბი გამორჩეულ თავდამსხმელს დაიმატებს.
ამორიმი ფეხბურთელთან პირად კონტაქტზეა
სეზონის ერთ - ერთმა უმთავრესმა აღმოჩენამ ვიქტორ გიოკერესმა შესაძლოა სულ მალე "მანჩესტერ იუნაიტედის" მაისური მოირგოს.

"წითელი ეშმაკების" დამრიგებელი რუბენ ამორიმი ფეხბურთელთან მოლაპარაკებებს პირადად აწარმოებს.

ჟურნალისტ ბენ ჯეიკობსის თქმით, "სპორტინგის" თავდამსხმელი თანახმაა კარიერა "ოლდ ტრაფორდზე" გააგრძელოს მიუხედავად იმისა, რომ "მანჩესტერელები" ჩემპიონთა ლიგაზე ვერ გავიდნენ.

ტრანსფერის მთავარი ფაქტორი და შემოქმედი რუბენ ამორიმის ფიგურაა. "მანჩესტერელთა" მწვრთნელი და შვედი თავდამსხმელი კარგად იცნობენ ერთმანეთს "ლისაბონში" უახლოეს წარსულში წარმატებული თანამშრომლობიდან.

კლუბებს შორის მოლაპარაკებები ოფიციალურ დონეზე ამ ეტაპზე არ წარმოებულა: მიზეზი გახლავთ ის, რომ ტრანსფერის გასაჩარხად ინგლისელებმა ჯერ რამდენიმე მოთამაშე უნდა გაასხვისონ.

თუმცა, "ლისაბონურ" კლუბს მკაფიო პოზიცია აქვს - პორტუგალიელები მზად არიან გიოკერესს დაახლოებით 70 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეელიონ.
სიახლეები
2 კომენტარი
№1
ავტორი: ikeoni
6 ივნისი 2025 00:13
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11597
რავიცი მართლა არარეალურად ბევრი გოლი გაიტანა ამ ბიჭმა მაგრამ მაინც ოსი მირჩევნია რო მოვიდეს
0
№2
ავტორი: LASHQARA
6 ივნისი 2025 01:54
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1990
ოღონდ ეს დაითრიონ და მეტი ტრანსფერი ნურც გაუკეთებიათ, კარში აღარ დამანახოთ კიდე ონანა, დანარჩენი დალაგდება ყველაფერი love am
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top