"ბარსელონამ" და "მანჩესტერ იუნაიტედმა" ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე შესაძლოა ფეხბურთელები გაცვალონ,- აღნიშნულის შესახებ Teamtalk - ი იტყობინება.
წყაროს ცნობით, "ბლაუგრანას" ნამდვილად სურს "წითელი ეშმაკების" თავდამსხმელის, მარკუს რეშფორდის დამატება, თუმცა მის სანაცვლოდ 47 მილიონი ევროს გადახდა ამ ეტაპზე მათი პრეროგატივა ნამდვილად არ გახლავთ.
ამასთან დაკავშირებით, ესპანეთის ჩემპიონი ინგლისურ გრანდს ფეხბურთელების გაცვლას სთავაზობს. ინგლისელებმა რეშფორდის სანაცვლოდ შესაძლოა გერმანელი მეკარე მარკ-ანდრე ტერ შტეგენი, ნახევარმცველი ფერმინ ლოპესი ან მცველი რონალდ არაუხო მიიღონ.
პრესაში ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ თავად მარკუსს "კამპ ნოუზე" გადასვლა სურს და ამის სანაცვლოდ ხელფასის შემცირებაზეც თანახმაა.
ჭორები
4 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.