დიდი ალბათობით ამორიმის შემადგენლობას დანიელი თავდამსხმელი რასმუს ჰოილუნდი დატოვებს.
"მანჩესტერ იუნაიტედის" შემტევით იტალიური "ინტერი" ინტერესდება, ფეხბურთელი კლუბის ერთ-ერთი მთავარი სატრანსფერო სამიზნეა.
"ნერაძურის" გარდა წინახაზელის დამატებით სერია A-ს სხვა გიგანტებიც ინტერესდებიან, აღნიშნულის შესახებ უკვე გავრცელდა ინფორმაცია.
ფაბრიციო რომანოს საინფორმაციო წყაროებზე დაყრდნობით შეიძლება ითქვას, რომ "ინტერმა" დანიელის გარემოცვასთან პირველი მოლაპარაკებები ცოტა ხნის წინ გამართა.
22 წლის ფეხბურთელის ღირებულებას Transfermarkt პორტალის ექსპერტები 35 მილიონ ევროდ აფასებენ. დასრულებული სეზონის 52 მატჩში რასმუს ჰოილუნდი ათი გოლით და თანაგუნდელებისთვის გაკეთებული ოთხი საგოლე პასით გამოირჩა.
2023 წლის ზაფხულში "მანჩესტერ იუნაიტედმა" თავდამსხმელი ბერგამოს "ატალანტადან" შეიძინა, ტრანსფერში კი თითქმის 80 მილიონი ევრო გადაიხადა
სიახლეები
2 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.