"ბრენტფორდის" ვინგერი ბრაიან მბეუმო "მანჩესტერ იუნაიტედში" გადასასვლელად მზადაა.
კამერუნელის მიმართ ინტერესს ასევე "არსენალი", "ლივერპული" და პრემიერ ლიგის სხვა წარმომადგენლებიც იჩენდნენ, თუმცა ფეხბურთელი "წითელ ეშმაკებში" გადასვლას ამჯობინებს, ინფორმაციას ცნობილი საფეხბურთო ინსაიდერი ფაბრიციო რომანო ავრცელებს.
ექსპერტის თქმით, ამჟამად "ფუტკრების" ვარსკვლავით კიდევ სამი ინგლისური კლუბია დაინტერესებული. ბრაიან მბეუმომ ინგლისის ჩემპიონატის ამჟამად უკვე დასრულებული სეზონის 38 მატჩში 20 გოლი გაიტანა და რვა საგოლე გადაცემაც შეასრულა.
Transfermarkt - ის პორტალზე 25 წლის ფეხბურთელის სავარაუდო ღირებულება 55 მილიონი ევროა.
სიახლეები
1 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.