"მანჩესტერ იუნაიტედის" ნახევარმცველმა ალეხანდრო გარნაჩომ შესაძლოა ამ ზაფხულს კლუბი შეიცვალოს.
CaughtOffside-ის ცნობით, 20 წლის არგენტინელის შეძენის პრეტენდენტთა სიას "ასტონ ვილა" შეუერთდა. ვინგერით ასევე "ნაპოლი" და "ბაიერ ლევერკუზენიც" ინტერესდებოდნენ, თუმცა The Sun-ის ცნობით, თავად გარნაჩო კარიერის გაგრძელებას, ინგლისის პრემიერ ლიგაში აპირებს.
წყაროს ცნობით, თავად ფეხბურთელს ფეხბურთელი "ჩელსიში" გადასვლა სურს. არგენტინელის მომავალი შესაძლოა ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის ერთ-ერთ მთავარ ინტრიგად იქცეს.
დასრულებულ 2024/25 წლების სეზონში გარნაჩომ "მანჩესტერ იუნაიტედის" რიგებში ყველა ტურნირზე ერთადაღებული 58 მატჩი ჩაატარა, 11 გოლი გაიტანა და 10 საგოლე გადაცემა გააკეთა.
კლუბთან მისი კონტრაქტი 2028 წლის ივნისის ბოლომდეა გათვლილი და ტრანსფერის ღირებულება, Transfermarkt-ის მონაცემებით, 45 მილიონის ოდენობითაა განსაზღვრული.
სიახლეები
2 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.