"მანჩესტერ იუნაიტედის" თავდამსხმელი რასმუს ჰოილუნდი კვლავ იზიდავს იტალიის სერია A-ს კლუბების ინტერესს. დანიელი ფეხბურთელით "იუვენტუსი" ინტერესდება.
ინსაიდერ ნიკოლო სკირას განახლებული ინფორმაციის თანახმად, "ბებერი ქალბატონის" წარმომადგენლები ცოტა ხნის წინ დაუკავშირდნენ "წითელი ეშმაკების" თავდამსხმელის აგენტებს, რომლებიც თავიანთი კლიენტისთვის ახალ კლუბს ეძებენ.
Transfermarkt-ის ექსპერტები რასმუს ჰოილუნდის ღირებულებას 45 მილიონ ევროდ აფასებენ, ხოლო „მანჩესტერ იუნაიტედი“, არსებული მონაცემებით, 22 წლის ფეხბურთელის გაყიდვიდან 65 მილიონ ევროს მიღებას ელის.
შეგახსენებთ, რომ ინგლისში გადასვლამდე ფეხბურთელი "ატალანტაში" ასპარეზობდა.
სიახლეები
10 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.