თბილისი:
მანჩესტერი:
28-05-2025, 15:23
ავტორი: Svanchester,
ნანახია: 360,
კომენტარები: 2
დეკო ფეხბურთელის აგენტს შეხვდა
"იუნაიტედის" ფეხბურთელი კატალონიელებს სურთ.
დეკო ფეხბურთელის აგენტს შეხვდა
ოთხშაბათს დილით, „ბარსელონას“ სპორტული დირექტორი დეკო თავდამსხმელ მარკუს რეშფორდის აგენტს საკუთარ სასტუმროში შეხვდა.

ესპანური გამოცემა Sport-ი თავის საინფორმაციო გვერდებზე ინფორმაციას ადასტურებს. დეკომ აქამდე ისაუბრა იმაზე, თუ როგორ მოსწონს "ბარსელონას" რეშფორდი და რომ გუნდს ამ ზაფხულს შეტევის გაძლიერება სჭირდება.

"კატალონიელები" ასევე დაინტერესებულნი არიან "ლივერპულის" შემტევით ლუის დიასით, თუმცა კოლუმბიელის დამატება გაცილებით რთული იქნება, ვიდრე რეშფორდის.

"მანჩესტერ იუნაიტედი" მზადაა 27 წლის რეშფორდი დაახლოებით 40 მილიონ ევროს სანაცვლოდ გაასხვისოს.

შეგახსენებთ, რომ 2024/2025 წლების სეზონის მეორე ნახევარში მარკუს რეშფორდი იჯარის წესით "ასტონ ვილას" რიგებში ირიცხებოდა.


უნდა გაიყიდოს თუ არა რეშფორდი?

დიახ
არა

სიახლეები
2 კომენტარი
№1
ავტორი: Svanchester
28 მაი 2025 15:25
  • სიახლეები: 2915
  • კომენტარები: 3937
გაუშვან სასწრაფო წესით
0
№2
ავტორი: ikeoni
გუშინ, 20:59
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11583
უნდა წავიდეს ულაპარაკოდ
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top