რუბენ ამორიმის მიერ გაკეთებულ განცხადებაში იკვეთება კონტურები რომლის მიხედვითაც შეიძლება ითქვას რომ კლუბი ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაში ორ ან სამ ტრანსფერს განახორციელებს.
მისი აზრით მომავალ სეზონში საჭირო არ იქნება დიდი შემადგენლობა ჰყავდეს გუნდს.
"ჩვენ ყოველთვის ორ გეგმას ვამზადებთ. ჩემპიონთა ლიგით თუ მის გარეშე. ჩემპიონთა ლიგის გარეშე დიდი გუნდი არ გვჭირდება.
გვაქვს გეგმა, რომელიც ახალი მოთამაშეების მოზიდვას ისახავს მიზნად. უნდა გავაუმჯობესოთ უკვე არსებული გუნდი და ჩვენი აკადემია. მნიშვნელოვანია, ერთად ვიყოთ.
ვგეგმავთ ბრძოლას, ყველაფერი ერთბაშად არ გამოვა, მაგრამ ვხედავ, როგორ იზრდება გუნდი - და ეს ყველაზე მნიშვნელოვანია", - ციტირებს ამორიმის სიტყვებს Sky Sports.
გუნდი, რომელმაც პრემიერ ლიგაში მეთხუთმეტე ადგილი დაიკავა და ევროპა ლიგის ფინალში ტოტენჰემთან დამარცხდა, 10 წლის შემდეგ პირველად დარჩა ევროპული შეჯიბრებების ბილეთის გარეშე.
სიახლეები
1 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.