ტურინის "იუვენტუსის" ცენტრალურ თავდამსხმელს დუშან ვლაჰოვიჩს პრემიერ ლიგაში ასპარეზობის შესაძლებლობა გამოუჩნდა.
აღნიშნულის შესახებ Football-Italia-ს ჟურნალისტები იუწყებიან. წყაროს ცნობით, სერბი თავდამსხმელის შეძენით ლონდონის "არსენალი" და "მანჩესტერ იუნაიტედი" არიან დაინტერესებულნი.
"ბებერი ქალბატონი" მზადაა, ვლაჰოვიჩს შეელიოს, რათა სახელფასო ჭერი შეამსუბუქოს. დუშანის საბაზრო ღირებულება 45 მილიონი ევროა, სავარაუდოა ისიც, რომ იტალიელები ამ მსუყე თანხაზეც არ იტყვიან უარს.
წინახაზელ ფეხბურთელს "იუვენტუსთან" მიმდინარე კონტრაქტი 2026 - წლის შუა პერიოდამდე აკავშირებს.
გასულ სეზონში თავდამსხმელმა ტურინული კლუბის მაისურით 41 მატჩი ჩაატარა, პირად მონაგარს კი 15 გოლი და 5 საგოლე გადაცემა შესძინა.
ჭორები
6 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.