"იფსვიჩის" თავდამსხმელი, ლიამ დელაპი დიდიალბათობით კარიერას "ოლდ ტრაფორდზე" დაასრულებს, ამორიმის კლუბმა ტრანსფერთან დაკავშირებით შეთანხმებას მიაღწია. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ESPN ავრცელებს.
წყაროს ცნობით, კლუბი მზადაა, ფეხბურთელის კონტრაქტში გათვალისწინებული გამოსყიდვის პუნქტი აამოქმედოს. გარიგების ღირებულება 36 მილიონი ევროა.
ასევე ცნობილი გახდა, რომ ნიჭიერ ფეხბურთელთან პირადი კონტრაქტის პირობები უკვე შეთანხმებულია. ტრანსფერი შესაძლოა ოფიციალურად უახლოეს დღეებში დადასტურდეს.
2024/25 წლების სეზონში 22 წლის თავდამსხმელმა 40 მატჩი ჩაატარა, 12 გოლი გაიტანა და ორი საგოლე გადაცემაც გააკეთა თანაგუნდელებისთვის.
სიახლეები
2 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.