"მილანის" პორტუგალიელმა თავდამსხმელმა რაფაელ ლეაომ შესაძლოა ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს კლუბი შეიცვალოს.
TEAMtalk-ის მიერ გავრცელებული ცნობით, 25 წლის პორტუგალიელი ვინგერით ინგლისური კლუბები "ჩელსი" და "მანჩესტერ იუნაიტედი", ასევე მიუნხენის "ბაიერნი" ინტერესდებიან.
აღსანიშნავია, რომ ყველა ზემოხსენებულ კლუბს ლეაოსთან დაკავშირებით სერიოზული განზრახვები აქვს.
გარემარბმა ამ სეზონში ყველა ტურნირზე ერთადაღებული 50 მატჩი ჩაატარა, 12 გოლი გაიტანა და 13 საგოლე გადაცემა გააკეთა.
ფეხბურთელის კონტრაქტი იტალიურ გრანდთან 2028 წლამდეა გათვლილი. Transfermarkt-ის მონაცემებით, ვინგერის ღირებულება 75 მილიონ ევროს შეადგენს.
ჭორები
3 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.