"მანჩესტერ იუნაიტედი" მომავალი სეზონისთვის აქტიურ მზადებას გეგმავს, ამის მანიშნებელია კლუბის პირველი ტრანსფერი რომელიც მათ უკვე დახურეს.
მაშ ასე, კლუბის შემადგენლობას "ვულვერჰემპტონის" თავდამსხმელი, მატეუს კუნია შეემატება. ჟურნალისტ ბენ ჯეიკობსის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ბრაზილიელი მზადაა "მანჩესტერთან" ხუთწლიან კონტრაქტს მოაწეროს ხელი.
შემდეგი ნაბიჯი კი ყველა ფორმალობის შეთანხმება იქნება "ვულვერჰემპტონთან".
მოქმედი კონტრაქტის პირობებით, კუნიას გამოსასყიდი თანხა 62.5 მილიონ ფუნტს შეადგენს. ჯერჯერობით უცნობია, მზად არის თუ არა „მანჩესტერი“ სრულად გადაიხადოს ეს თანხა, თუ შეეცდება ფასის შემცირებას ბონუსების ან გადახდის გადავადების სახით.
2024/25 წლების სეზონში კუნია ერთ-ერთი გამორჩეული მოთამაშე იყო "მგლების" რიგებში, პრემიერლიგაში მან 15 გოლი და 6 საგოლე გადაცემა მიითვალა.
სიახლეები
3 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.