ამჟამად უკვე დანამდვილებით შეიძლება ითქვას, რომ "მანჩესტერ იუნაიტედმა" სეზონი ჩააგდო.
პრემიერლიგის სატურნირო ცხრილში, ბოლო ტურის წინ, რუბენ ამორიმის გუნდი მხოლოდ მე-16 ადგილზე იმყოფება. სეზონის გადარჩენა "წითელი ეშმაკებისთვის" ევროპა ლიგის მოგებით იყო შესაძლებელი, თუმცა როგორც მოგეხსენებათ ტურნირის ფინალში გუნდი "ტოტენჰემთან" 0:1 დამარცხდა.
მარცხის მიუხედავად, "მანჩესტერ იუნაიტედი" მთავარ მწვრთნელს რუბენ ამორიმს უჭერს მხარს. როგორც The Guardian იუწყება, პორტუგალიელი მწვრთნელი ზაფხულის სატრანსფერო ბაზარზე, შემადგენლობის გაძლიერებისთვის 100 მილიონ ფუნტს (დაახლოებით 120 მილიონ ევროს) მიიღებს.
აღინიშნება, რომ კლუბის მთავარი სამიზნეები სატრანსფერო ბაზარზე მატეუს კუნია ("ვულვერჰემპტონი") და ლიამ დელაპი ("იპსვიჩი") იქნებიან.
სიახლეები
8 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.