ინგლისური "ვულვერჰემპტონ უონდერერსის" დამრტყმელი ძალა მატეუს კუნია "მანჩესტერ იუნაიტედში" გადასვლასთან დაკავშირებით მოლაპარაკებებს აგრძელებს.
აღნიშნულის შესახებ ჟურნალისტმა ფაბრიციო რომანომ განაცხადა. წყაროს ცნობით, ბრაზილიელი თავდამსხმელი გუნდის შესაცვლელად მზადაა და ამჟამად პირად კონტრაქტზე მოლაპარაკებებს აწარმოებს.
შეთანხმებაზე მოლაპარაკებები დასკვნით ფაზაშია. გარიგების ღირებულება "მანჩესტერ იუნაიტედს" 74 მილიონი ევრო დაუჯდება. კუნიას შეძენით ასევე დაინტერესებულნი იყვნენ "ნიუკასლი", "ნოტინჰემ ფორესტი" და "იუვენტუსი".
მიმდინარე სეზონში 25 წლის ფეხბურთელმა ყველა ტურნირზე 34 მატჩი ჩაატარა, 17 გოლი გაიტანა და 6 საგოლე გადაცემა გააკეთა.
მისი გუნდი ჩემპიონატის ცხრილში მეთოთხმეტე ადგილზეა.
ჭორები
6 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.