თბილისი:
მანჩესტერი:
7-05-2025, 20:59
ავტორი: Svanchester,
ნანახია: 972,
კომენტარები: 6
"ალ ჰილალი" არ ნებდება
მსუყე შეთავაზება ბრუნოს.
არაბულ "ალ-ჰილალში" კვლავ იმედოვნებენ, რომ გადმოიბირებენ "მანჩესტერ იუნაიტედის" ნახევარმცველს, ბრუნო ფერნანდეშს.

როგორც უკვე დაიწერა, საუდის არაბეთის გრანდმა "წითელი ეშმაკების" კაპიტანს მსუყე ანაზღაურებადი კონტრაქტი შესთავაზა, თუმცა ფეხბურთელი ტრანსფერით არ არის დაინტერესებული.

ამის მიუხედავად, UtdDistrict-ის მიერ გაჟღერებული ინფორმაციით, რომელიც საუდის არაბეთიდან წყაროებზე დაყრდნობით იუწყება, "ალ-ჰილალის" ხელმძღვანელობა კიდევ ერთ შეხვედრას გამართავს ფერნანდეშის აგენტებთან, მიუხედავად მისი უარისა.

კლუბის წარმომადგენლები გეგმავენ, დეტალურად განიხილონ შესაძლო ტრანსფერის ყველა საკითხი, მათ შორის ფინანსური პირობები და საცხოვრებელი.

შეგახსენებთ, რომ ფერნანდეშს კონტრაქტი "მანჩესტერ იუნაიტედთან" 2027 წლის ზაფხულამდე აკავშირებს.
ჭორები
6 კომენტარი
№1
ავტორი: ikeoni
7 მაი 2025 22:17
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11580
ბრუნო თუ წავიდა რაც ჩემი აზრით გამორიცხულია მაგრამ მაინც რო დავუშვათ და მოხდეა ეს ტრანსფერი მერე გაიგებთ რეალურად რა დღეში ჩავარდებით და თურმე რა ძალა ყოფილა გუნდისთვის ...სტატისტიკურად კი დევს და ხედავთ კიდევაც
1
№2
ავტორი: Chesterman
11 მაი 2025 18:05
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 724
ბიჭო იცი რო გუნდს კდიია უკვე პრემიერ ლიგა არ თამაშობენ აგებენ მაინც ,ასვენებ ვის ლინდელოფს ?დაასვენე ეს იორო ბიჭო ერთი ეგღა დავრჩა საიმედო დაცვაში ჯერ ბილბაოსთან არ გაიყვანა აარაფრით ყვითელი ქონდა ერთი უკვე დამეორეზე ტოვებდა თამაშს როგორ მეშინოდა არადა მაგის, იქ გადავრჩით და მაინც გამოტოვებს ფინალს რაა ..ეთმაშებია ის ფრედრიკსონი ან ეს ცხენკაცა მაგუაერი და დაესვენებია იორო მაგრად მიქარააა რაა ამორიმმა
0
№3
ავტორი: Malboro463
15 მაი 2025 20:21
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 5884
ალვარო რომ გაყიდეს ბენფიკაში იმის თამაშებს თუ აკვირდებით?
0
№4
ავტორი: dybbuk
16 მაი 2025 20:52
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1580
ციტატა: Malboro463
ალვარო რომ გაყიდეს ბენფიკაში იმის თამაშებს თუ აკვირდებით?

ეგ სიქაჯე ბევრჯერ აღმინიშნავს, ტიპი ლარნახევრად გაყიდეს და ახლა ბენფიკა 30ზე ნაკლებად არ გაუშვებს.
ისე დღეს ჩელსისთან ყველა სასტარტოს ხალხი რომ დააყენა, იოროს მაგალითზე მაინც არ უნდა ესწავლა ჭკუა?! სეზონი ჩავარდნილია რბილად რომ ვთქვათ და 17ზე გავალთ თუ 16ზე არამგონია რამე მნიშვნელობა ქონდეს, წინ ფინალია რომელზეც ძალიან ბევრი რამეა დამოკიდებული და ათამაშე შე დოცვილო ახალგაზრდები, გამოსცადე საქმეში, დააკვირდი, ამაზე მეტი "შანსი" რაღა უნდა გქონდეს რომ აკადემია გატესტო. ყველა მწვრთნელს რატომ აქვს თავისებური უაზრო ხუშტურები ვერ გამიგია.
1
№5
ავტორი: Chesterman
16 მაი 2025 21:01
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 724
ციტატა: dybbuk
ციტატა: Malboro463
ალვარო რომ გაყიდეს ბენფიკაში იმის თამაშებს თუ აკვირდებით?

ეგ სიქაჯე ბევრჯერ აღმინიშნავს, ტიპი ლარნახევრად გაყიდეს და ახლა ბენფიკა 30ზე ნაკლებად არ გაუშვებს.
ისე დღეს ჩელსისთან ყველა სასტარტოს ხალხი რომ დააყენა, იოროს მაგალითზე მაინც არ უნდა ესწავლა ჭკუა?! სეზონი ჩავარდნილია რბილად რომ ვთქვათ და 17ზე გავალთ თუ 16ზე არამგონია რამე მნიშვნელობა ქონდეს, წინ ფინალია რომელზეც ძალიან ბევრი რამეა დამოკიდებული და ათამაშე შე დოცვილო ახალგაზრდები, გამოსცადე საქმეში, დააკვირდი, ამაზე მეტი "შანსი" რაღა უნდა გქონდეს რომ აკადემია გატესტო. ველა მწვრთნელს რატომ აქვს თავისებური უაზრო ხუშტურები ვერ გამიგია.

ტოტენჰემი ზამენით თამაშობს და ამან ოპტიმალური სასტავი დააყენა ვაახ..კაზემირო მაინც დაესვენებია რო ენერგია ქონოდა მაზრაუი დაესვენებია ბიჭო ..ათამაშოს ის კონე ცენტრში ასეთ დროს მაინც დაესვენებია კაზემირო ჰოილუნიც დაესვა სკამზე მაინც საჭიდაოდ გაყავს სტადიონზე და მეტი ენერგია მაინც ენქებოდა
0
№6
ავტორი: Mishiko82
26 მაი 2025 00:42
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 613
ბრუნოს წასვლა და გუნდის საბოლოოდ ჩამოშლა ერთი იქნება, ერთადერთი ფეხბურთელია ვისაც არ უნდა შეეხონ.
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top