თბილისი:
მანჩესტერი:
28-04-2025, 11:33
ავტორი: Svanchester,
ნანახია: 740,
კომენტარები: 7
პრიორიტეტული ტრანსფერი
ნომერ პირველი სიაში !!!
პრიორიტეტული ტრანსფერი
"ნაპოლის" თავდამსხმელი ვიქტორ ოსიმჰენი, რომელიც იჯარის წესით თურქულ "გალათასარაიში" ასპარეზობს, "მანჩესტერ იუნაიტედის" პრიორიტეტულ სამიზნეს წარმოადგენს.

როგორც ცნობილი გამოცემა Mirror-ი იუწყება, "წითელი ეშმაკების" მთავარმა მწვრთნელმა, რუბენ ამორიმმა პირადად მოითხოვა ოსიმჰენის დამატება.

წყაროს ინფორმაციით, "ოლდ ტრაფორდელებს" ტრანსფერის განხორციელების ძალიან კარგი შანსი აქვთ, რადგან ლონდონის "ჩელსი" ბრძოლას გამოეთიშა.

მიმდინარე სეზონში 26 წლის ნიგერიელმა 35 მატჩი ჩაატარა ყველა ტურნირზე ერთადაღებული, გაიტანა 30 გოლი და მიითვალა 7 საგოლე გადაცემა.

Transfermarkt-ის მონაცემებით, ოსიმჰენის სატრანსფერო ღირებულება 70 მილიონ ევროს შეადგენს.
ახალი ამბები
7 კომენტარი
№1
ავტორი: LASHQARA
28 აპრილი 2025 15:04
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1984
რა ოსიმენი კაი რაა, ეს თუ მართალია და ჭორი არაა, იღუპავს თავს ამორიმი, ამ ასაკში გალათასარაიში რომ ფეხბურთელი ითამაშებს, თუნდაც იჯარით, ის დიდ ფეხბურთს ვერასდროს ითამაშებს fellow am
0
№2
ავტორი: dybbuk
28 აპრილი 2025 17:38
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1576
ციტატა: LASHQARA
რა ოსიმენი კაი რაა, ეს თუ მართალია და ჭორი არაა, იღუპავს თავს ამორიმი, ამ ასაკში გალათასარაიში რომ ფეხბურთელი ითამაშებს, თუნდაც იჯარით, ის დიდ ფეხბურთს ვერასდროს ითამაშებს fellow am

დელაპი ჯობია?))))
0
№3
ავტორი: Roberto
28 აპრილი 2025 17:47
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 505
ციტატა: LASHQARA
რა ოსიმენი კაი რაა, ეს თუ მართალია და ჭორი არაა, იღუპავს თავს ამორიმი, ამ ასაკში გალათასარაიში რომ ფეხბურთელი ითამაშებს, თუნდაც იჯარით, ის დიდ ფეხბურთს ვერასდროს ითამაშებს fellow am

3 ნორმალური ფორვარდი დაასახელე ძმა,თან ისეთი ვინც ასეთ არეულ გუნდში ისურვებდა მოსვლას.ადრე იყო და ფულის ხათრით მოდიოდა ხალხი და ეგ ხო არაა შედეგის მომტანი.ხო და გამოდის რო ესენი ფულის მიმცემები არ არიან და ძლიერ მოთამაშეებს კიდევ აქ მოსვლა აღარ მოუნდებათ.გასაგებია რომ იუნაიტედია და ის გუნდია რომელსაც ვგულშემატკივრობთ,მაგრამ ვთქვათ რეალობა რაცაა,რას წარმოადგენს ეს კლუბი ბოლო 12 წლის განმავლობაში არაგულშემატკივარი მაყურებლისთვის და სპორცმენებისთვის.ოსიმენის გალათასარაიში გადასვლას რაც შეეხება,მანდ იყო ისეთი სიტუაცია რო მასე მოუწია,რადგან წუწურაქ ხალხთან ქონდა საქმე.ამ სეზონის მერე ხო ნათელია რომ იქ არ დატოვებენ არაფრის დიდებით
0
№4
ავტორი: Chesterman
29 აპრილი 2025 09:10
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 713
დიდი ფინიშერი ვერც ესაა მაგრამ,ახლა ვინც გვჭირდება ბურთის წამთრევი,მებრძოლი ესაა და ამაზე უკეთესი არააბაზარზე . გიოკერეში იგივე იქნება რაც ჰოილუნი,ჩემპიონშიპში თამაშობდა მარა ვერაფერი ქნა თორე მაგას არც მაშინ გაუშვებდა ვინმე ინგლისიდან. დელაპი კიდე ჩვეულებრივი ახალგაზრდა კრის ვუდია მეტი არაფერი
1
№5
ავტორი: ikeoni
29 აპრილი 2025 14:41
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11564
ოსიმენს როგორ იწუნებთ ძმაო რავი ნეტა გადმოვიდეს რას იძახით
0
№6
ავტორი: PaLoMo
29 აპრილი 2025 23:29
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 4084
ციტატა: LASHQARA
რა ოსიმენი კაი რაა, ეს თუ მართალია და ჭორი არაა, იღუპავს თავს ამორიმი, ამ ასაკში გალათასარაიში რომ ფეხბურთელი ითამაშებს, თუნდაც იჯარით, ის დიდ ფეხბურთს ვერასდროს ითამაშებს fellow am

იქ იმის გამო თამაშობს რომ არ უნდოდა მთელი სეზონი სკამზე მჯდარიყო და მისინკარიერა დე ლაურენტისის ხუშტურებს გაეფუჭებინა.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ ჯერ გადახტი და ჰოპ მერე დაიძახე.
№7
ავტორი: LASHQARA
დღეს, 02:01
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1984
ციტატა: dybbuk
ციტატა: LASHQARA
რა ოსიმენი კაი რაა, ეს თუ მართალია და ჭორი არაა, იღუპავს თავს ამორიმი, ამ ასაკში გალათასარაიში რომ ფეხბურთელი ითამაშებს, თუნდაც იჯარით, ის დიდ ფეხბურთს ვერასდროს ითამაშებს fellow am

დელაპი ჯობია?))))

ეს ირონიული საუბარი არაა მეგობარო საჭირო, მე არ მითქვამს რომ დელაპი ჯობია, უბრალოდ ოსიმენი არ მინდა მანჩესტერში, შენ შენი აზრი დაწერე ისე რომ სხვის აზრს პატივი სცე, გიოკერესი მიჩევნია, ლაუტარო მირჩევნია, ოსიმენს ოლი ვოტკინსიც მირჩევნია
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top