"მანჩესტერ იუნაიტედის" მეკარე ანდრე ონანამ შესაძლოა გუნდი მომავალ სატრანსფერო ფანჯარაში დატოვოს.
აღნიშნულის შესახებ Sun Sport-ი იუწყება. წყაროს ცნობით, 28 წლის კამერუნელი საუდის არაბეთში გადასვლას ზაფხულში გეგმავს.
აქამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ "წითელი ეშმაკები" მზად არიან გაასხვისონ კარისდარაჯი. შეგახსენებთ, რომ ონანა "მანჩესტერ იუნაიტედში" 2023 წლის ზაფხულიდან ასპარეზობს.
მიმდინარე სეზონში მან მონაწილეობა მიიღო 40 მატჩში ყველა ტურნირზე ერთადაღებული, რაც შეეხება სამატჩო სტატისტიკას, გაუშვა 53 გოლი და ცხრაჯერ შეუნარჩუნა კარი მშრალად.
ონანის კონტრაქტი ინგლისურ გიგანტთან 2028 წლამდეა ძალაში. Transfermarkt-ის შეფასებით, ფეხბურთელის ღირებულება 32 მილიონი ევროს შეადგენს.
ჭორები
7 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.