"მანჩესტერ იუნაიტედის" კაპიტანმა ბრუნო ფერნანდეშმა "ლესტერთან" ჩატარებული შესანიშნავი მატჩის შემდეგ ჟურნალისტებისთვის მიცემულ ინტერვიუში გუნდის პროგრესზე ისაუბრა.
პორტუგალიელი ნახევარმცველი "წითელი ეშმაკების" ყველა გოლში იყო ჩართული "მელიების" წინააღმდეგ - მან თანაგუნდელებს ორჯერ გაატანინა ხოლო ერთხელ თავად გაიტანა.
"მნიშვნელოვანი გამარჯვება მოვიპოვეთ, ძალიან ბედნიერი ვარ. ვიცოდით, რომ ადვილი შეხვედრა არ იქნებოდა.
მეორე ტაიმში თამაშს უკეთ ვაკონტროლებდით. ვფიქრობ, თქვენ შეგიძლიათ იხილოთ გუნდის გარკვეული პროგრესი, მაგრამ ჩვენი განვითარება აქ არ უნდა შეჩერდეს. წინ საკვანძო მატჩებია", - განაცხადა ფერნანდეშმა Sky Sports-თან საუბარში.
შეგახსენებთ, რომ "მანჩესტერ იუნაიტედი" პრემიერ ლიგის სატურნირო ცხრილში მე-13 ადგილზე იმყოფება.
სიახლეები
1 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.