"მანჩესტერ იუნაიტედის" შემტევი ნახევარმცველი ალეხანდრო გარნაჩო შესაძლოა ესპანეთის ლა ლიგაში გადაბარგდეს. აღნიშნულის შესახებ Todofichajes-ის ჟურნალისტები იუწყებიან.
წყაროს ცნობით, 20 წლის ფეხბურთელით მადრიდის "ატლეტიკოა" დაინტერესებული. "წითელი ეშმაკების" გარემარბის სატრანსფერო ღირებულება 50 მილიონ ევროდ არის შეფასებული.
ალეხანდროს ინგლისურ გრანდთან კონტრაქტი 2028 წლის ივნისის ბოლომდე აქვს გაფორმებული.
ინგლისის პრემიერ ლიგის მიმდინარე სეზონში გარნაჩომ 27 მატჩში მიიღო მონაწილეობა. არგენტინელმა სამი გოლი გაიტანა და ერთი საგოლე გადაცემაც შეასრულა.
ჭორები
4 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.