გაშვებული გოლების სიმრავლე, სტატისტიკა რომელიც "იუნაიტედის" შემადგენლობის კარის დარაჯს ანდრე ონანას მოსვენების საშუალებას აღარ მისცემს, კლუბში მის შემცვლელს ეძებენ.
ინგლისური გრანდის სკაუტები ესპანეთში, კერძოდ მადრიდში ანდრეი ლუნინს უთვალთვალებენი რომელიც ტიბო კურტუას შემდეგ "რეალის" მეორე მეკარეა.
მიმდინარე სეზონში უკრაინელმა ყველა ტურნირზე ერთადაღებული მადრიდული გუნდის მხოლოდ ცხრა ოფიციალურ მატჩში მიიღო მონაწილეობა.
შესაძლოა, მომავალ ზაფხულს ლუნინმა საკლუბო რეგისტრაცია შეცვალოს, აშკარაა მას მეტი სათამაშო დროის მიღება სურს.
როგორც Transfer News Live გადაცემა El Chiringuito-ზე დაყრდნობით იუწყება, ლუნინით "მანჩესტერ იუნაიტედია" დაინტერესებული. "წითელი ეშმაკები" მზად არიან 26 წლის მეკარისთვის 40 მილიონი ევრო გამოყონ.
"მანჩესტერ იუნაიტედის" კამერუნელ მეკარეს ხშირად აკრიტიკებენ მოედანზე დაშვებული შეცდომებისა და გაშვებული .გოლების სიმრავლის გამო.
ჭორები
4 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.