თბილისი:
მანჩესტერი:
28-02-2025, 08:15
ავტორი: Svanchester,
ნანახია: 762,
კომენტარები: 6
რედკლიფის ხმაურიანი ჩანაფიქრი
რას გეგმავს კლუბის ერთ ერთი თანამფლობელი.
რედკლიფის ხმაურიანი ჩანაფიქრი
ჯიმ რედკლიფის ჩანაფიქრი სტატიის სათაურს, რომ დავესესხოთ ნამდვილად, რომ ხმაურიანია. საქმე ეხება ვარსკვლავურ ტრანსფერს რომელიც მილიარდელის გეგმებში შედის.

CaughtOffside-ზე დაყრდნობით, Fichaje- ს საინფორმაციო ფურცლები იუწყება, რომ კლუბის ბოსს სურს იხილოს გერმანული გრანდის თავდამსხმელი ჰარი კეინი "მანჩესტერ იუნაიტედის" მაისურში.

გამოცემაში აღნიშნულია, რომ ჯიმ რედკლიფი მზადაა ყველაფერი გააკეთოს იმისათვის, რომ კეინი ინგლისის პრემიერ ლიგაში დაბრუნდეს.

მაგრამ მომავალ ზაფხულს ძალიან რთული იქნება ასეთი ტრანსფერის განხორციელება, რადგან "მანჩესტერ იუნაიტედი" ფინანსურ სირთულეებს განიცდის და ნაკლებად სავარაუდოა, რომ ევროპულ შეჯიბრში მოხვდეს ფეხბურთელისთვის ბრძოლაში.

ავტორიტეტული პორტალი Transfermarkt 31 წლის ჰარი კეინს 90 მილიონ ევროდ აფასებს.
ჭორები
6 კომენტარი
№1
ავტორი: Svanchester
28 თებერვალი 2025 08:17
  • სიახლეები: 2880
  • კომენტარები: 3922
რაღაც არ მგონია, თუმცა მოქმედების დროა ისე როგორც არასდროს და რამე ქნან ეს დალოცვილი. ან გუნდს ლოგო შეუცვალონ ))
0
№2
ავტორი: dybbuk
28 თებერვალი 2025 15:30
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1567
რაღა დროის კეინია, როცა შანსი იყო მაშინ უნდა ეყიდათ, ახლა უკვე ლამის რივალდოს ხნისაა
0
№3
ავტორი: aresha1996
28 თებერვალი 2025 19:29
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 6
მარკეტინგის პონტში უნდათ ამის მოყვანა თორე გუნდი უკვე ბოდიში და ფეხებზე კიდია ამასაც. გული მიკვდება მანჩესტერის თამაშებს რო ვუყურებ
0
№4
ავტორი: PaLoMo
28 თებერვალი 2025 22:14
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 4079
ან ოსიმენი ან გიოკერესი თუმცა მე მაინც ოსიმენი მირჩევნია ამდენი ხანია უკვე სტაბილურად თამაშობს.

თუმცა გიოკერესმა ამორიმის დროს გაიბრწყინა და იქნებ ჩვვენთანაც დაეხმაროს
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ ჯერ გადახტი და ჰოპ მერე დაიძახე.
№5
ავტორი: ikeoni
1 მარტი 2025 14:20
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11544
გახდა 300 წლის კაი რა
0
№6
ავტორი: temo-scholes
1 მარტი 2025 14:35
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1664
ეს თავის დროზე არ იყო ინგლისიდან გასაშვები... ახლა მგონი ამის მოყვანას ოსიმენი ჯობია ასაკითაც და სატრანსფერო თანხითაც

პოგბა, სონი, ოსიმენი დალოს და ონანას შემცვლელი კიდე აუცილებელია!!!
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top